წასულია იმ მთავრობის საქმე რომელსაც 92 წლის ლამარა აბჟანდაძის კომენტარების ეშინია – სამთავრობო გვერდებმა ბლოგერი დაბლოკეს

„ხალხო წასულია იმ მთავრობის საქმე, რომელსაც ჩემი  92 წლის ლამარა აბჟანდაძის  სოციალურ ქსელში  დაწერილი სტატუსების და კომენტარების ეშინია“- ეს სიტყვები 92 წლის ბლოგერ ლამარა აბჟანდაძეს ეკუთვნის, მისი თქმით, სახელისუფლებო გვერდებმა მას განთავსებულ ინფორმაციებზე კომენტირების საშუალება შეუზღუდეს.

 

„ჩვენ მთავრობას  ( თუ ამასაც მთავრობა ჰქვია ) არ სიამოვნებს კრიტიკული  პოსტებისა და კომენტარების  წაკითხვა. ამიტომ იოლი გზა გამონახეს. მე არ მეძლევა საშუალება  ფბ ს გვერდებზე რაიმე დავწერო, რადგან იქ ჩემი კომენტარების დასაწერი ადგილი აღარ არის. რას  ვიზამ? უფრო მეტ სტატუსებს დავწერ  და უფრო მძაფრი კრიტიკით. ხალხო წასულია იმ მთავრობის საქმე, რომელსაც ჩემი  92 წლის ლამარა აბჟანდაძის  სოციალურ ქსელში  დაწერილი სტატუსების და კომენტარების ეშინია“, – წერს აბჟანდაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share