„ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს არის, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულება და ამის გამოვლინება იყო გუშინ მისი მისვლა იმ აქციაზე, რომელიც გამართა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ. როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციას, ეს უკვე თავისთავად არის მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ, ეს დამოკიდებულება, უბრალოდ, არ არის სწორისაზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 1 აპრილს კანცელარიასთან 21 წლის დაკავებული აქტივისტის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.