ოპოზიცია ოზურგეთის მერიას მოსახლეობის დახმარებისათვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, თათია ნიკოლაშვილი, ოზურგეთის მერიას. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.
დეპუტატის თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში, ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად ასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და სახურავის გარეშე დარჩა, ცენტრალური ბიუჯეტიდან კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო:
“მერიამ დაჩქარებული წესით ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულება კომპანია “ნოვას” გაუფორმა რომლის დამფუძნებლებიც “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან და მეტიც, “ნოვას” ხელმძღვანელები აქტიურად მონაწილეობენ მმართველი პარტიის წინასდაარჩევნო კამპანიაში” განუცხადა თათია ნიკოლაშვილმა, გურიის მოამბეს” და ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც გადმოგვცა.
სამუშაოები, ოზურგეთის მერიის მტკიცებით, ოფიციალურად მიმდინარე წლის 17 მარტს დასრულდა,
თუმცა ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბარში დაზარალებულები სილაურიდან და ბაილეთიდან, აცხადებენ რომ მათ დღემდე სახურავი არ მიუღიათ და სახურავს დღესაც ელოდებიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფლებში სილაურსა და ჯუმათში, დაზარალებულთთა რიგშია ჯუმაღთის მონასტერიც.
სილაურელი ვახტანგ ქილიფთარი გვეუბნება, რომ მას რაღაც ფიცრები ფადასცეს, თუმცა სახურავი ჯერ არ მიუღია:
“იყვნენ, მომცეს ცოტა მასალა და მითხრეს რომ სახურავს გადმოგვცემენ, თუმცა დღემდე ველოდები” – გვითხრა ქილიფთარმა, რომელიც სოფელ სილაურში ცხოვრობს.
მისი თანასოფლელი, ლეილა კილაძე აცხადებს, რომ მას არც სახურავი მიუღია და არცს სხვა რამ, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად განცხადებაც და წერა და კომისიამაც შეამოწმა:
‘იყვნენ, გადაწყდა, ველოდები რომ სახურავს მოიტანენ, დაგვპირდნენ” – გვითხრა კილაძემ.
თათია ნიკოლაშვილი დარწმუნებულია რომ ადგუილობნრივმა ხელისუფლებამ ეს თანხები მიითვისა:
“სამუშაოები უკვე დასრულებულია, ათეულობით მოსახლე კი დახმარების გარეშე დატოვეს, ეს ჩვეულებრივი კორუფციაა, ვფიქრობ მომხდარზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლოს’ – გვიცხადებს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი.
ოზურგეთის ვიცე მერმა გიორგი ღურჯუმელიძემ ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ოპოზიციას მატყუარა უწოდა და ჩვენ ინფორმაციისათვის შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე გადაგვამისამართა.