მინდა ვთქვა, რომ ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით. ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას.
– განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს იუსტიციის საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, მან დღეს ამერიკის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებსა და მთლიანად სასამართლო სისტემას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.