„ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი მესამე პრეზიდენტი ცოცხალი იყოს” – ანა ფოტიგა

“მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა, რომ დაემარცხებინა კორუფცია, ის მამაცურად გაუმკლავდა რუსულ 5-დღიან აგრესიას 2008 წლის აგვისტოში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან მეგობრობისთვის და მინდა დავპირდე, ვფიქრობთ შესაძლებელია მისი სამედიცინო დახმარება პოლონეთში, ან სადმე სხვაგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდით.

მე ვიცი, რომ ბევრი პოლონელი, იაროსლავ კაჩინსკის ჩათვლით, პარლამენტის სპიკერის ჩათვლით ჩართულები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერასა და საქართველოს ხელისუფლებისგან ამის მოთხოვნაში. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი მესამე პრეზიდენტი ცოცხალი იყოს”. თქვა  ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ვარშავაში გამართულ დაჯილდოებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share