იანვარ-მარტში ექსპორტი 24.7%-ით, ხოლო იმპორტი 21%-ით გაიზარდა – საქსტატი

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 461.5 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 24.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 21 პროცენტით) იყო.

„საქსტატის“ ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share