რეკომენდაციები-“მედიცინის თანამედროვე მეცნიერების სწორი და ადაპტირებული გზები ჯანმრთელობის რეალურად გამოსასწორებლად და ხანგრძლივი სიცოცხლის მისაღწევად”-ექიმი მარინა ტოტოჩავა

მედიცინის თანამედროვე მეცნიერების სწორი და ადაპტირებული გზები ჯანმრთელობის რეალურად გამოსასწორებლად და ხანგრძლივი სიცოცხლის მისაღწევად .
როგორ გროვდება ჭარბი ქოლესტერინი
როგორ გადაარჩენთ დასაღუპად გამზადებულ გულს და სისხლძარღვებს და როგორ მისცემთ ხანგრძლივი სიცოცხლის შესაძლებლობას.
უნდა იცოდე———-რომ იცოცხლო
1——-ანდროსტენდიონი მომატებულია გოგონათა ჰირსუტიზმის დორს. ანუ როცა მოჭარბებული ბეწვიანობაა. ასევე ის იმატებს, როცა სქესის ცდომა ხდება ქალიდან კაცის მიმართულებით; აკატეჰეს კიბოების დროს; პოლიკისტოზური საკვერცხეს დროს, ადენოგენიტალური სინდრომისას.
2——სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრებზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. ის არის ისეთი მძლავრი ფენომენი, მისი დახმარებით გამოცდილ ექიმებს კიბოს ვარაუდიც შეუძლიათ. მედიცინის მეცნიერების უახლესი ცდებისა და დაკვირვებების საფუძველზე ავღნიშნავ ამ პარამეტრების უფრო ხშირ , მყარ და გამაფრთხილებელ ვარიანტებს . რადგან, როცა არ ხდება მათი რეალური მინიშნებების გათვალისწინება, დიაგნოზები გვიანდება . ნომერი 2 რეკომენდაციით ძალიან ბევრი დაავადების მყარი, დადასტურებული ვარაუდი შეგიძლიათ. ამის გააზრება თითქმის მთელი მედიცინაა. პარამეტრის გადახრისას ან ერთი დაავადება ა ან შეიძლება რამდენიმე მითითებული პრობლემა ერთად იყოს .ერითროციტები მატულობს——–გულის მანკების, ფილტვების ქრონიკული დაზიანების დროს. მაგრამ ერითროციტების მატება , ყოველთვის ნიშნავს ექსიკოზს ანუ შინაგან გამოშრობას და ამის გამო თრომბოციტების კოაგულაციურ უკმარისობას. თრომბოციტების კოაგულაციური უკმარისობაა მზადებაა აგრესული თრომბოზისთვის. ერითროციტების მეტი მატება საშიში თრომბოზების გააქტიურებაა . მაღალი ედსი——- ზოგადად ყოველთვის არ უნდა ითქვას , რომ ქრონიკული ბაქტერიული ანთების ნიშანია, როგორი ახსნის დოგმაც ჩამოყალიბდა .თუ ედსის მატება მყარად გაგრძელდა , ეს ამილოიდოზია ანუ ორგანოების გადაგვარება ქოლესტერინული შლაკისგან ან ტუბერკულოზია ლატენტური. ერითროციტების დაქვეითების დროს———- კიბო გამორიცხეთ და თუ არა, შემდეგ ქრონიკულ ანთებას უნდა ძიება. დაბალი ედსი———–კუნთის ცილებში პრობლემაა, დინამიკაში პარეზის შანსია. 5-ს ქვევით ედსი ნუ გგონიათ ნორმა . დაბალი ლეიკოციტი—————ბე 12 ის შეწოვის დარღვევაა. შესაბამისად , ღვიძლის ქრონიკული ლატენტური უკმარისობაა. გამორიცხულია, ბუნებაში და მედიცინის მეცნიერების მაღალი კლასის სტანდარტებში——–ადამიანს 6-ზე დაბალი ლეიკოციტი ჰქონდეს და მას ღვიძლის ლატენტური უკმარისობა თანდათან არ უნადგურებდეს ორგანიზმს. ამას დიდი ხანია ვამბობ და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ , სანამ გამოფხიზლება არ მოხდება. ეს არ განგაშდება და არის ყველაზე ხშირი მიზეზი ——ადამიანების დააავადების და სიკვდილობის გზაზე. ბედნიერების შეგრძნება მაქვს, როცა პაციენტს ლეიკოციტი 7 ან 8 აქვს. ის მალე მორჩება და ბევრი დახმარების გარეშეც იცოცხლებს. ასევე დაბალი ლეიკოციტის დროს არის————– თირკმლის დაავადება, რევმატიული ართრიტი . ყველა ვარიანტში რომელიმე მძიმე მეტალის ზეწოლაა. თირკმლის უკმარისობა უხშირესადაა. მითუმეტეს ,პირველი ხარისხის უკმარისობის გამოცნობა , თითქმის, ვერასდროს ვერ ხდება. ასევე—– ყოველთვის ძვლის ტვინის პრობლემაა; ყოველთვის რომელიმე ორგანოს ღრმა ფიბროზია, უმეტესად ღვიძლის ან პანკრეასის .მასიურად ხდება ამ ეპოქაში ლეიკოციტების დაცემა. რაც კიბოს ფონია, თუ ფიბროზები დროულად არ გაიწოვება ექიმების დახმარებით . 7ა ნ 8 ან9 ლეიკოციტზე ა მხოლოდ ადამიანი ჯანმრთელი. ზოგი ლაბორატორიის ნორმაში 4 ია მითითებული. მაგრამ, ეს სრული აბსურდი და უცოდინარობაა. ერთ ქვეყანაში სხვადასხვა ლაბორატორია, რომ რადიკალურად განსხვავებულ ნორმებს მიუთითებს, ეს ქაოსის ნიშანია. საუბარი მაქვს რუტინულ პარამეტრებზე, რომლებიც მყარად დადგენილია. არ ვამბობ ამინომჟავებზე , რომელთა ნორმები სხვადასხვა დაავადებების დროს სხვადასვა ნიშნულს შეესაბამებიან. ამიტომ ,უზოგადესი ნორმებია მითითებული და ეს სწორი და ბუნებრივია. როცა ციტოკინ-ლეიკოტრიენები ლეიკოციტებიდან დეფექტურად გამოიყოფიან, ბიოქიმიურად მახინჯი ფორმით და ქრონიკულად აზიანებენ ორგანოებს, , მაშინ ლეიკოციტები სისხლის საერთო ანალიზში 6 ზე ნაკლებია. ლეიკოციტების უცებ მატების დროს——– მითუმეტეს თუ ადამიანი გულით მოავადეა , უპირველესად, ჩირქის ძებნაში დროს ნუ დაკარგავთ, რადგან ,ეს ძალიან ხშირად გულის ინფარქტის დასაწყისში ხდება. მითუმეტეს, თუ სხვა ამის დასტური პარამეტრებიც შეცვლილია. მაღალი ლიმფოციტი———-შემოჭრილი დამზიანებელი ანტიგენების პოვნა და განეიტრალება არის ზოგადად ლიმფოციტების მთავარი უნარი. მაღალი ლიმფოციტების დროს ,ორგანიზმის დაზიანება მიდის მავნე ანტიგენებით და ლიმფოციტები მუშაობენ მათ გასანეიტრალებლად. ასევე, ლიმფოციტების მატება დასტურია——-ლეიკემიის, ,იმუნიტეტის დასუსტების ,ფარული ქრონიკული ინფექციების. ლიმფოციტების ნაკლებობა——ლიმფოგრანულომატოზი, იმუნიტეტის დაცემა . მონოციტების მატება——— ზოგისთვის უმნიშვნელო ფაქტორია, ხოლო გამოცდილი ექიმებისთვის ძალიან შემაშფოთებელია. ის მომატებულია——–აუტოიმუნური დაავადება, კიბო, სისხლის პრობლემები და სისხლის დაავადებები ;რევმატიზმი, ართრიტი ;ფარულად გადატანილი მონონუკლეოზი , რომელიც იმუნიტეტს ისე ანგრევს ,ჯანმრთელობას და მთელს ცხოვრებას უფრო და უფრო ცვლის უარესობისკენ; ლეიკემია, პარეზის შანსი. ლეიკოციტის მატება——– ბევრისთვის მხოლოდ ინფექციის დოგმაა. ასევე ის მომატებულია—–კიბოს, გულის ინფარქტის დროს. ბაზოფილები მომატებულია——- ტუბერკულოზის დროს. დღეს ლატენტური ტუბერკულოზის რიცხვით ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ლიდერებშია. ბაზოფილები ასევე მომატებულია თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციების , კუშინგის დროს . თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები ის კრახული გზაჯვარედინია, რომლის გავლის შემდეგ ქალი უკვე გზას დაადგება ქალური ორგანოების დაკარგვის დიდი შანსისკენ. ანუ საუბარია ჰორმონულ მოშლაზე, კლიმაქსებზე , ინსულინრეზისტენტობაზე. ამიტომ ,ბაზოფილებს როგორც ამის მანიშნებელ და მანათობელ ნიშანს უნდა ჩავეჭიდოთ, ძალიან იშვიათადაც რომ გადაიხარონ. ის ბევრის აზროვნებაში თითქმის იგნორირებულია . თრომბიციტები მომატებულია——ანთებების, კიბოს , თრომბული დარღვევების დროს . ნეიტროფილი———- მომატებულია ,როცა ანემია მიდის ორგანიზმში, თუნდაც არ იყოს ჰემოგლობინი ჯერ დაცემული. ამიტომ იმატებს ოპერაციების შემდეგ. ნეიტროფილებს ——ძველი ხედვით მხოლოდ ჩირქოვან პროცესებს უკავშირებენ. გახსოვდეთ ნეიტროფილები ლორწოვანში ცხოვრობენ. მათი ფუნქცია უცხო, მავნე ორგანიზმების შთანთქმაა . ყველაზე მძიმე ანთებები, ძირითადად ,ლორწოვანში მიდიან. ნეიტროფილები ებრძვიან ანთებების გამომწვევებს. ანემია არ არის პირველადი .ის არის რომელიმე ორგანოს ანთების ფონზე. ჰემოგლობინის სარეგულირო მედიკამენტი დროებითი ეფექტისაა .საწყისი ანთება უნდა ვეძებოთ. ნეიტროფილების ნაკლებობის დროს ———-ბე12 ის ნორმალური შეწოვა არ ხდება; ყველა ვარიანტში უპირობო ფარისებრის პრობლემაა და უპირველესად, ჰიპოთირეოზი უნდა ეძებო ; ციროზის დიდი შანსია თუ ღვიძლი დაზიანებულია ;ჰიპოპიტუიტარიზმია და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები უნდა გამოიკვლიოთ. მისი შედეგი გეტყვის თუა საჩქარო ჰიპოფიზის ჰორმონების კვლევა. ;ლიმფომა უნდა გამორიცხო. სწრაფი ლიმფომით რომ კვდება ადამიანები, იმათი სისხლის საერთოს ანალიზები რომ განიხილო ,დინამიკა აჩვენებს სულ ნეიტროფილების კლებას. რასაც სამწუხაროდ არავინ დააკვირდა. რომ დაკვირვებოდა, ლატენტური ლიმფომის გამოცნობა და სიცოცხლის გადავადება მოხდებოდა . ეოზინოფილებს ——–ძალიან ბევრი, რუტინულად მხოლოდ ალერგიებს და პარაზიტებს უკავშირებს. ის ძირითადად მომატებულია ფარული ჩირქის დროს. თრომბოციტების საშუალო მოცულობის მატება აჩვენებს—–ახალგაზრდა, მოუმწიფებელ,ადრე დაბერებულ, დეგრადირებულ ფორმებს. გახსოვდეთ კიბო შემოდის დაზიანებული სისხლის გზით. ემერტეს ტოლფასია და ხშირად მეტიც, აკადემიურად წაკითხული სისხლის საერთო ანალიზი.
3——გოგონა რომ ეპილაციას გაიკეთებს ეს და სხვა ანდროგენიზაციის ფაქტები არის ჰორმონული მოშლა და გახსნილი გზა საშვილონოს და საკვერცხეს დასაკარგად. ჰორმონულ მოშლას მხოლოდ სწორი ნატურალური მკურნალობა შეაჩერებს. ამის საწყისი მიზეზი ჩვილობის პერიოდის დიათეზია. რომელიც დაბალი დონის პედიატრიული მეთვალყურეობის ფარგლებში მხოლოდ ალერგიად შეფასდა და მალამოთ დაიფარა. დიათეზი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მკვეთრი დასაწყისია. ის შემდეგ ეტაპებზე ქალს აკნეთ შეახსენებს თავს ან მენსტრუაციის არასტაბილობით. შედეგი კი ჰორმონული მოშლა და ქალური სფეროს ორგანოების დაკარგვაა. სწორად მკურნალობ ჩვილობის დიათეზს, ეს ნიშნავს , ზედა ასაკში ქალური ორგანოების სიმსივნეების პროფილაქტიკას.
4—გულ—სისხლძარღვთა მეტაბოლიზმის დარღვევა დღეს ხშირადაა სიკვდილობის მიზეზი დაბალ ასაკშიც კი. ყურადღებით გაეცანით 4 ნომერს, რომ დიდხანს იცოცხლოთ. რადგან, ევროპული და ამერიკული სტანდარტები არ აცდენენ დროს და კომპაქტურად და ზუსტად მუშაობენ სიცოცხლის შენარჩუნებაზე. ანუ გულის პრობლემის დროს ყველაზე საჭირო და სასიცოცხლო პარამეტრებს იკვლევენ. გული არ იცდის, მისი პრობლემის დროს. .ამ დროს არასწორი გზით სვლა და ნებისმიერი წუთის დაგვიანება სიცოცხლის კარგვის ტოლფასია. ღვიძლი, ბოლო უჯრედების დალპობამდე და უკანასკნელი ჰეპატოციტის ჩამოშლამდე ფეხზე გამყოფებს და გეგონება , რომ არაფერი გჭირს. დღევანდელი ეკოლოგიის ფონზე გულის კუნთის ფუნქციური გადაგვარების ,რაღაც დონის გარეშე , თითქმის არ დადის არცერთი ადამიანი. ჭარბი წონა თუ გაქვთ და დიდი მუცელი ანუ ღვიძლის გადაგვარება და მეტაბოლური მოშლა; მითუმეტეს დიაბეტიც , ჭარბი ქოლესტერინიც და გულზე ჩივილებიც , ნუ დამშვიდდებით თუ გეტყვიან, რომ ძალიან კარგად გაქვთ სისხლძარღვები და სტენტირება არ გესაჭიროებათ. ამ დროს სისხლძარღვების ასეთი ჰაეროვანი შეფასება, სწორ კლინიკურ აზროვნებასთან მიახლოებულიც არ არის. რადიოლოგმა გულის კუნთის ფიზიოლოგიის დეტალები არც იცის და არც ეხება. მისი კომპეტენცია ტექნიკური მონაცემების სწორად აღწერის რკალშია. თქვენი დიდი გასაჭირი უკვე აჩვენა კოაგულოგრამის მონაცემებმა. რომელიც დაზიანებული გულის და სისხლძარღვების დასტურია და პრობლემური ფიზიოლოგიის სრული ანარეკლია. უკან იხევთ გამოკვლევებზე ,რადგან უამრავი კვლევა ჩამოწერეს და ფული არ წვდება. იმისთვის, რომ რეალურად დადგეთ სიცოცხლის გზაზე , ზუსტად ჩამოგითვლით იმ კვლევების დასახელებას, რომელსაც ევროპის ყველაზე საუკეთესო კლინიკაში გაგიკეთებენ და ჩვენს პირობებში ყველგან არ მიგითითებენ. იგივე ეხებათ ადამიანებს, რომლებსაც სტენტირება ჩაუტარდათ. სტენტირება არ ნიშნავს მორჩენას და არც სასიკვდილო შანსების სამუდამოდ აცილებას. ის კარსმომდგარი გულ-სისხლძარღვთა საშიშროების, ტექნიკური გზით, მხოლოდ გადავადებაა. როცა სრულფასოვანი დახმარება ვერ მიიღეს, სტენტირების შემდეგ ადამიანები გარდაიცვალენ. მისი ჩატარების შემდეგ გულის ქსოვილს და სისხლძარღვებს პერმანენტული მკურნალობა და ფიზიოლოგიური პარამეტრების აღდგენა სჭირდება. ეს მკურნალობა არ არის მხოლოდ გამათხიერებლები, რომელთა მექანიზმების ზუსტი ვერმორგება არსებულ კოაგულაციურ სტატუსზე ხშირად დამზიანებელია. ვასახელებ, სასიცოცხლო და აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების დროს. ამის კონტროლი მოკლე გზაა სიცოცხლისკენ. ჩაიწერეთ, ამას ყველგან ვერ გაიგებთ. ესენი სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოკვლევებია. რომელთა სწორად მართვა აუცილებლად აცოცხლებს ადამიანს, რომელსაც პრობლემური გული და სისხლძარღვები აქვს. გულ-სისხლძარღვთა დასაცავად და რეალური სიცოცხლისათვის აუცილებელი გამოკვლევებია———————ა–ლიპიდური ცვლა ანუ ქოლესტერინები ბ——-კოაგულოგრამა გ———კარდიოსპეციფიკური ცილები——–1—მიოგლობინი, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ.2—ჰომოცისტეინი ———-მისი კრიტიკული მნიშვნელობის გამო მასზეც ხშირაც ვსაუბრობ. 3–ტროპონინი 4- ნატრიურეტიული ჰორმონი – ბე ტიპი ენ პროპეპტიდი 5—–მიელოპეროქსიდაზა, რომელზეც უკვე დაწვრილებით ვისაუბრე სხვა სტატიაში. დე —ast . ე—კრეატინკინაზა. სპეცცილებს აქვთ უნარი, გულის შეტევის , თრომბირების ან დისკომფორტის დროს, გამოაგდონ გულის კუნთიდან—– მკვდარი, ნეკროზული, სრულიად უსარგებლო მკვლელი უჯრედები. რაც ქოლესტერინის სიჭარბის თუ სხვა პრობლემის დროს გულში ხშირად წარმოიქმნებიან და სხვა ჯანმრთელ უჯრედებს ადეგრადირებენ და ალპობენ. ეს გადაბიჯებაა სიკვდილზე და სიცოცხლის საწინდარია. ოღონდ ადამიანს სწორი მკურნალობა უნდა ჰქონდეს ,ეს შეტევა რომ გადალახოს და ექიმი ამ პარამეტრების გასწორებაზე უნდა მუშაობდეს. მკურნალობა ამ პარამეტრების დინამიკის საფუძველზე უნდა დაინიშნოს. გახსოვდეთ, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტით———ეს ცილები გულის და სისხლძარღვების მუშაობის ხარისხის მარკერებია და მათი კვლევა სიცოცხლისკენ გიბიძგებს. მათი კვლევა მარტო შემჩნეულ გულის პრობლემას კი არ უნდა. არამედ, პროფილაქტიკურად ყველას ესაჭიროება 40 წლიდან და ზოგ შემთხვევაში ბევრად უფრო ადრე. ესაა გზა გარანტირებული სიცოცხლისკენ. მითუმეტეს, ჩვენი ეკოლოგიის პირობებში გულ-სისხლძარღვთა სისტემა ძალიან ადრე ბერდება.
მიოგლობინი
მიოგლობინი არის კუნთის ჰემოგლობინი. შესაბამისად, გულის კუნთის ჰემოგლობინია. მიოგლობინი ნორმაში ვერ იქნება და ვერც ჰემოგლობინი, თუ ამინომჟავა ჰისტიდინის ცვლა არ აღდგება. ჰისტიდინის ცვლის აღდგენა ნიშნავს, მთელი ცხოვრება მაღალი რანგის ექიმის მეთვალყურეობას. ჰისტიდინი, ყველაზე რთული, მუდამ საკონტროლო და სასიცოცხლო ამინომჟავაა ფენილალანინი და თიროზინივით. უზუსტესადაც რომ გაშიფრო, წლები სჭირდება მის ნაწილობრივ დალაგებას. რადგან მისი ცვლის მოშლა, ჟანგვა აღდგენის მთლიანი მოშლაა და ათასობით რეაქციის გაუკუღმართება. ჰისტიდინი კურირებს ბევრ სასიცოცხლო პოზიციას. მათ შორის ,მაგალითად, სისხლის დაავადებების არდამართებას. მისი მოშლაა ალცჰაიმერის უმთავრესი მიზეზი. ჰისტიდინი თუ არ მოიშალა , ჭარბი ქოლესტერინი და ამილოიდები ვერ ჩალაგდება სისხლძარღვებში . მსოფლიო, უმაღლესი კლასიკური მედიცინით——ჭარბი ქოლესტერინის სათავე —–ჰისტიდინშია. ჭარბი ქოლესტერინის მკურნალობას ყოველთვს ორგანიზმის გაწმენდის ფონზე ჰისტიდინის ცვლის მოწესრიგებით ვიწყებ. მიოგლობინის პრობლემა მაქსიმალურად ზრდის დამბლების შანსებს. ყოველი დამბლის დროს მიოგლობინის დიდი პრობლემაა .როცა მკურნალობაში მიოგლობინზე არ არის აქცენტი, დამბლა ვერ აღდგება ან გვიანდება მორჩენა. მიოგლობინის დარღვევა ბავშვების წონაში ჩამორჩენის უპირველესი მიზეზია. ჰიპოტროფიკი ბავშვის მკურნალობის დროს მისი გაუთვალისწინებლობა პედიატრიის სიყრუეა. მიოგლობინის და კორტიზოლის თანაფარდობა, ბავშვის სრულფასოვანი განვითარების საფუძველია. თუ პედიატრი ამას არ დაეყრდნობა, მაშინ ის სტიქიურად იმოქმედებს. მიოგლობინი თირკმლის ფუნქციების განმსაზღვრელიცაა . გულის ინფარქტის დროს მომატებული მიოგლობინის რაოდენობით იგებ, რა ტერიტორიას მოიცავს გულში ნეკროზული უბანი. მიოგლობინი სასიცოცხლოა, როგორც გულის ასევე ჩონჩხის კუნთებისთვის. ადამიანი მიოგლობინს საკვებიდან ვერ იღებს . ამიტომაა უნივერსალური და სახიფათო. სწორი მეტაბოლიზმის დროს მიიღება —ამინომჟავა მეთიონინის წარმოქმნის ერთი ფრაქციიდან. მეთიონინი ღვიძლის დაზიანების ერთი მკვეთრი მარკერია. ერთ განსაკუთრებულ ეტაპზე მეთიონინის გამოუყენებელობა ჭარბი ქოლესტერინის მკურნალობის დროს, აბსოლუტური უცოდინარობაა მეტაბოლიზმის და თამაშია ქოლესტერინზე. ღვიძლი თუ დაზიანებულია, მიოგლობინი გულში ყოველთვის პრობლემურია.
ჰომოცისტეინი—————— მას ხშირად ვახასიათებ. რახან გულის და სისხლძარღვების სასიცოცხლო ფაქტორია. მოკლედ ისევ ვიტვი მასზე და ასევე იმასაც ,რა საც პირველად აქ გაიგებთ.
მოჭარბებული ამინომჟავა ———ჰომოცისტეინი, არტერიის , ვენის და სისხლძარღვის კედელს ბზარავს. ეს თვალით უხილავი ბზარებია. სწორედ ამ გაბზარულ ადგილში ილექება ამილოიდები და ქმნიან ჭარბ ქოლესტერინის გროვებს. ამ ბზარებიდან ყრის და ქმნის ჰომოცისტეინი არტერიების და სისხლძარღვის კედლებზე თრომბებს და ამილოიდებს , რაც ჭარბ ქოლესტერინად ყალიბდება. მას სხვა შლაკებიც ემატება . რაც მეტია ამილოიდი მით უფრო ზიანდება სისხლძარღვები და გული და ხანგრძლივდება ქოლესტერინის განეიტრალება. ასე ყალიბდება ალცჰაიმერიც. ეს არის დიდი თრომბული პრობლემების დ ა ნაადრევი სიკვდილის ბაზისის მთელი ფილოსოფია. ეს პროცესი პროცენტულად უამრავ ადამიანში მიმდინარეობს. ისეთებშიც კი , რომლებსაც აბსოლუტურად ჯანმრთელი ჰგონიათ თავი. ქოლესტერინის გაქრობა ანალიზში, არ ნიშნავს ამ პროცესის მორჩენას. გული, სისხლძარღვები და ეს პროცესი , მხოლოდ ამინომჟავების დალაგებით მორჩება. მხოლოდ ესაა უეცარი სიკვდილის შანსის რეალური და მყარი აცილება. ამინომჟავების გარეშე მაღალი დონის მედიცინა ნაბიჯსაც არ გადადგამს. მგონი ყველა მიხვდება, რასაც დიდი ხანია ვამბობ ——— გული და საერთოდ ყველა ორგანო, სწორად , ჯანმრთელად და ფიზიოლოგიურად ამინომჟავური ბალანსით მუშაობს. რადგან, ადამიანი ეს არის ამინომჟავების გრძელი მწკვრივების გრაფიკული ფორმულები. ექიმის მაღალი კლასი ის არის , როგორ ჩასვამს ის ამინომჟავას დარღვეულ ფიზიოლოგიაში —–როდის , რომელს ,სად და რამდენს. ამისთვის ფიზოლოგიის და ბიოქიმიის გაშიფრვაა საჭირო. რაც ურთულესია, მაგრამ სასიცოცხლო. მედიცინაში დადგენილია, სპორტის ზოგი ცნობილი მოღვაწე , რატომ კარგავს ფორმას და ჯანმრთელობასაც 10 წლის შემდეგ. მანამდე ისინი სტიქიურად იღებენ ამინომჟავებს. ჰომოცისტეინისგან გაბზარული სისხლძარღვის ნაპრალში ან ზედმეტად გაფართოებულ ფორში ილექება კალციუმიც და შემდეგ კალციფიკატებად გროვდება. მაგალითად, გულის მიტრალური სარქვლის კალციფიკატიდან ინსულტი ვითარდება. სტატისტიკურად, ესაა ინსულტის მექანიზმის 95 პროცენტი. გულის მიტრალური სარქვლის კალციფიკაცია ხშირად იკვეთება ადამიანების რადიოლოგიურ კვლევაზე, მაგრამ ამავე ინტენსივობით რეაქცია არაა . ეს ფენომენი გამოკიდებული დამოკლეს მახვილია ინსულტის შესაძლო დასაწყებად.
ტროპონინით ადგენ , იყო თუ არა ეს ტკივლი ძლიერი იშემიის ფონზე. Ast——რომლის ანალიზს თითქმის ყველა იღებს ,მაგრამ დეტალურად იშვიათად იშიფრება. ის ღვიძლის ფუნქციური სინჯია. მაგრამ,თუ საკმაოდ მომატებულია, ადასტურებს გულის ინფარქტის განვითარების მაღალ რისკებს . ასევე აუცილებელია, კრეატინკინაზას გაკონტროლება.
წინა სტატიებში———— მიელოპეროქსიდაზას დიდი თავი დავუთმე. ის იმატებს არტერიების და სისხლძარღვების ქრონიკული და მძიმე ანთების დროს. მისი მომატება სასიკვდილო პოზიციაა ,მაგრამ შეიძლება ადამიანს, მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდეს და არაფერი არ ტკიოდეს . მიელოპეროქსიდაზა მარკერია————- ინფარქტის, ინსულტის, თრომბოზის, უეცარი სიკვდილის. ევროპა და ამერიკის მედიცინა ყველაზე მეტად ამ პარამეტრს ეყრდნობა კრიტიკულ მდგომარეობაში ადამიანის გადასარჩენად. სიკვდილის შანსები იზრდება———–თუ მიელოპეროქსიდაზა მომატებულია და ამავე დროს ცე რეაქციული ცილაც მომატებულია .ასევე , დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებიც თუ მომატებულია, რასაც სულ იკვლევთ ქოლესტერინების ფრაქციაში, მაგრამ ხშირად არ არის მასზე შესაბამისი რეაქციები. ბევრჯერ მითქვამს ,რომ საერთო ქოლესტერინი ისე საშიში არ არის. ის კვებაზე ძალიან რეაგირებს. მეტად საშიშია ეს ფენომენი ქოლესტერინებიდან. ამასთანავე თუ წონა აქვს ადამიანს , მაღალი წნევაც აწუხებს და დიაბეტიც აქვს, რა თქმა უნდა, ცუდი გამოსავლის შანსები იზრდება. ანუ რომ დავასკვნა——მიელოპეროქსიდაზა რომ მომატებულია———–დიდი შანსია ან გულის შეტევის ან ინფარქტის ან უეცარი სიკვდილის ან ინსულტის ან კუჭის კიბოს , რომელიც სიმსივნეების სამეულში შევიდა სტატისტიკით. კარდიოსპეციფიკური ცილების გაკონტროლება აუცილებლად გიბიძგებთ სიცოცხლისკენ.
5——tsh მუდმივ რეჟიმში აფხიზლებს ფარისებრს და ძალად გამოამუშავებინებს მას—- ტე 4-ს და ტე-3 ს . თანამედროვე, უახლესი ამერიკული კვლევებით და ამერიკის კარდეოლოგთა ასოციაციის დასკვნებით—— ტ3 და ტე 4 – თუ ნორმაში არიან——– იმის გარანტებია, რომ ორგანოებმა მეტი ჟანგბადი ამოქაჩონ ფილტვებიდან. რაც არის ორგანოების ჯანმრთელად და ფიზიოლოგიურად ფუნქციონირების სრული გარანტი. შესაბამისად, ასევე, ღვიძლში დინამიკურად წარმოქმნიან ვიტამინ——–ა-ს, რითაც ხდება მხედველობის შენარჩუნების და გარკვეულწილად ფილტვის სიმსივნის პროფილაქტიკა ;აქვეითებენ ჭარბ ქოლესტერინს; აცხოველებენ ამინომჟავების სწორ სინთეზს; კალციუმს გამოყოფენ ადექვატურად შარდით და ხელს უშლიან კალციფიკატების ჩაკირვას, რომლებიც ინსულტების წყაროა ;კლასიკურს ხდიან გულის და ტვინის მეტაბოლიზმს. უპირველესად ტსჰ ამიტომ გვინდა ნორმაში იყოს, რომ მან —- ტ 3 და ტ 4 ამ დიდი სასიცოცხლო პროგრესებისთვის აამუშაოს. აქედან ის დასკვნა მაინც გავაკეთოთ , რომ ფარისებრის რეგულირების გარეშე ჭარბი ქოლესტერინი არ დაიკლებს. მეასეჯერ ვამბობ——–ფარისებრის მდგომარეობის მანიშნებელი არ არის მხოლოდ ტსჰ, რომელსაც შეუძლია მთვლემარე პოზიცია მიიღოს გამწვავების დროსაც და არ მოიმატოს. .ფარისებრის მთავარი მმართველი და მაკონტროლებელია ფენილალანინი და თიროზინი.
6-ფარისებრის კიბოზე იეჭვებს ექიმი, თუ———ხმის ხშირი ჩახლეჩააა, სუნთქვის შეზღუდვაა, ქოშიანია დატვირთვაზე.
7—-ოროფარინგეალური კიბო ნუშურა ჯირკვლის ან ენის კიბოა. პაპილომა ვირუსი იწვევს. გაციების დროს თუ გართულებული არ არის ყელი, ფიზიკური მეთოდები და ნატურალური საშუალებები გამოიყენეთ . იმისთვის, რომ აფთიაქი ყველა ფეხის ნაბიჯზეა ,ეს არ ნიშნავს, რომ შვილზე ქიმიური ექსპერიმენტები აკეთოთ და რასაც ფარმაცევტი შემოგთავაზებს, მითუმეტეს ექიმის დასტურის გარეშე——–ყველა ქიმია ყელში შეასხათ. ნუ შეაწუხებთ მაშინვე ლიმფური ქსოვილების ლორწოვანს ქიმიური აეროზოლებით. ლორწოვან ქსოვილთან, ლიმფასთან ბრძოლა ქიმიური ნივთიერებებით, ნუ გგონიათ მკურნალობა. მას თავისი იძულებითი ადგილი და დრო აქვს. გამოიყენეთ მეტი ნატურალური საშუალება. მეცნიერულად დამტკიცებულია, პირის ღრუს ფლორაში წყდება ორგანიზმის დაზიანების და სიმსივნის დამართების პერსპექტივა. ეს ფლორა გაგაოცებთ, ისეთი დამცავი ნივთიერებებისგან და მიკრობების გამანეიტრალებელი ფერმენტებისგან შედგება. ადამიანს დღის განმავლობაში უამრავი მიკრობული ნაგავი მიაქვს პირისკენ, განსაკუთრებით ,დაუბანელი ხელებით. პირის ღრუს ფერმენტები სასიკვდილო ინფექციებსაც ანეიტრალებენ. ქიმიური საშუალებები ამ ფერმენტებს თრგუნავენ .ნატურალური მიდგომით ფერმენტების ფუნქცია შენარჩუნდება. არასოდეს დამინიშნია აეროზოლი სამჯერ, როცა აუცილებელი იყო მისი გამოყენება. ლიმფას თოხივით ნუ მოექცევით. ლიმფურ ქსოვილში წყდება კიბოს და სიცოცხლის ბედიც.
8——თანამედროვე ევროსტანდარტით ფილტვის კიბოს მაპროვოცირებელი ეტიოლოგიაა——–აზბესტი, რადონი, ბენზიპირინი, ფილტვების ფიბროზი ,ფილტვის კიბოს საოჯახო ანამნეზი, სტრესი და განცდ ები. მომწამლავ ნივთიერებების სერიაზე უკვე ვისაუბრე სტატიაში რამდენიმე ნაწილად. რადონს— ისევ შეგახსენებთ. ეს არის კიბოს წარმომქმნელი ნივთიერება. ის დაგროვილია გაუნიავებელ სარდაფებში, პირველ სართულებზე და საერთოდ გაუმზევრებელ ოთახებში ნებისმიერ სართულზე. მაგრამ, განსაკუთრებით ნესტიან სარდაფებში. გაანიავეთ სარდაფები და პირველი სართულები. გადაწიეთ ფარდები .შემოუშვით მაქსიმალურად მზის სხივები. ასეთ სარდაფში შესვლისას სანამ გაანიავებდეთ ,თუნდაც რამდენიმე წუთი დაჰყოთ ,გაიკეთეთ ნიღაბი. ის პირველ შესუნთქვაზე შედის ორგანიზმში.
9——-სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ. კიდევ დავაკონკრეტებ, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტების ზუსტი დაცვით. თუ მის კონტროლს სრულად არ დავნერგავთ ,დაავადებების მორჩენა გაძნელდება. როცა ის ნორმის ფარგლებშია, ბაქტერიებთან და მიკრობებთან მებრძოლი მაკროფაგები და ახალი ღეროვანი უჯრედები სინქრონულად წარმოიქმნება. რამდენი ღეროვანი უჯრედიც გაქვს ,იმდენ დღეს ცოცხლობ. ქოლესტერინის სიჭარბის ყველა მიზეზი რომ დაბლოკო, ის ნორმა ვერ გახდება და ვერც სისხლძარღვი გადრეკადდება, თუ ალფა ნორმაში არ იქნება. ინიციალით ავღნიშნავ. სნფა ნორმის ფარგლებში ეს ნიშნავს————-ნორმის ფარგლებში კორტიზოლს და ინსულინრეზისტენტობას. ეს კი ნიშნავს ჰორმონული სისტემის დარეგულირებას და უამრავი ტიპის სიმსივნის აცილებას. სნფა კიბოს უჯრედებს აძევებს, არ ამრავლებს და კლავს. სნფ ა როცა მომატებულია ეს ნიშნავს გახანგრძლივებულ ტემპერატურებს, შოკებს, კომას, კიბოს და ბევრ პრობლემას . სნფა გადახრილია ნორმიდან ——–რინიტის , ასთმის, შეშუპების დროს. ეს ფაქტორი მოშლილია ყველა ქრონიკული და მძიმე დაავადების დროს. სნფა რომ ბოლომდე დაირღვევა, მხოლოდ მაშინ მიიღება აუტოიმუნური დაავადება. თუ სნფა ნორმაში დაბრუნდება აუცილებლად შეჩერდება კიბო. ეს უკვე ცნობილი აქსიომაა. ცნობილი სამეცნიერო თერაპიული სტანდარტით———-ართრიტის დროს ნორმიდან გადახრილია სნფა და ინტერფერონი. ანუ მომატებული არიან. ეს ძალიან მცირე მონაცემებია მასზე.
10——-ადამიანებს—— დიდი მუცლით, ბევრი დარღვევა აქვთ ღვიძლის დაზიანებიდან დაწყებული, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის ჩათვლით. მაგრამ, ამ დროს, პრობლემის სათავე და ეპიცენტრი—– დაზიანებული ჰიპოთალამუსია თავის ტვინში. სრულიად უშედეგო იქნება მკურნალობა ასეთი ადამიანების , თუ სტრატეგია ჰიპოთალამუსიდან არ განისაზღვრა.
11——მძიმე მეტალები და თავისუფალი, კიბოს რადიკალები, ამინომჟავა ჰისტიდინის ცვლის სრულად აღდგენის გარეშე , ბოლომდე არასოდეს გაიწოვებიან ორგანიზმიდან. მთავარი აქცენტი ყველა ქრონიკული ან გართულებული დაავადების დროს, უნდა იყოს ამინომჟავების აღდგენა. უპირველესად კი, კარდინალური მნიშვნელობის ამინომჟავების ,როგორიცაა ჰისტიდინი, თიროზინი , ფენილალანინი. დღეს ძალიან იშვიათად ნახავ პაციენტს, რომელიმე მძიმე მეტალის ზეწოლა არ იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი პრობლემური ვითარების. მათი სიჭარბეა ოქსიდაციური სტრესი , რაც აგროვებს თავისუფალ, კიბოს რადიკალებს. რაზეც ხშირად ვსაუბრობ. ოქსიდაციური სტრესის განეიტრალების მეთოდების გარეშე მკურნალობა უმწეობაა. ხელოვნურ, ქიმიურ არაჯანსაღ გარემოსგან დაზიანებული ადამიანების მკურნალობა ძალიან რთულია, რომლებიც ქიმიური ნაწარმით იკვებებიან და დაზიანებული აქვთ ამინომჟავების გრაფიკები. სწორი დანიშნულების თითოეული დღე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობს. მარტო ჩემი და ერთეული ადამიანების მოწოდება საკმარისი არ არის. დიდი მოძრაობები უნდა წამოვიწყოთ ნატურალიზმის ნაწილობრივ დასაბრუნებლად მაინც ადამიანების ცხოვრებაში. ყველაზე მთავარი ღირებულება ადამიანის სიცოცხლეა. ქვეყანამ ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს.
12——–ხშირი ან პერიოდული თავის ტკივილი ან შაკიკით ან შაკიკის გარეშე, ფარისებრის ზეტოქსიკურობის სიგნალია. შეიძლება ტსჰის მონაცემების ნორმის გამო გითხრან ————-ფარისრებრი ნორმის ფარგლებშია .მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც ,აუცილებლად, უპირობოდ გამოიკვეთება ან ჩიყვი ან რომელიმე აუტოიმუნური დაავადება. სხვა შანსი არ არსებობს და ამის მაგალითები უამრავია. ამ დროს ამინომჟავა თიროზინის ცვლის დალაგება, არის სიცოცხლის გახანგრძლივების უდიდესი პირობა.
13——– 95 პროცენტში დაბალწნევიანებს ქოლინის სიჭარბე აქვთ.
14——— ციტოკინებზე ბევრჯერ ვისაუბრე დეტალურად, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სიბნელეა მათ ირგვლივ. ამიტომ, ისევ განვმარტავ. ციტოკინები თუ ნორმაში არიან მართავენ ადამიანების ჯანმრთელობას. ნორმაში მყოფი ციტოკინები——– ესაა ჯანმრთელი ადამიანი . ისინი ტე ლიმფოციტებისგან იქმნებიან . მედიცინას ისინი მართავენ . მაგრამ მასიურად მაინც უცხოა იმათთვის, სადაც თანამედროვე მედიცინას ჯერ არ შეუხედავს. სწორედ ნორმიდან გადახრილი ციტოკინები იწვევენ სიმსივნეებს და აუტოიმუნურ დაავადებებს. ციტოკინებია——-ინტერლეიკინი, ინტერფერონი, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები , ზრდის ფაქტორი და სხვა.
ართრიტების დროს ქონდროციტები იშლებიან და კვდებიან. ართრიტის დროს ციტოკინი კერძოდ, ინტერლეიკინი და სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა მომატებულია. ამის გამო ქონდროციტები იღუპება და სახსარი ჩაიშლება. ბოლომდე განწირული ღვიძლის მთავარი მკურნალი და აღმდგენი ,მხოლოდ ციტოკინების რიგის რამდენიმე მედიკამენტი გამოკვეთა მსოფლიო მედიცინის უახლესმა სტანდარტმა. მომატებული ლეიკოტრიენები——– იწვევენ ანთებებს, ასთმას, ალერგიებს, გულის დაზიანებას, მეტაბოლიზმის ნგრევას, კუწჭ-ნაწლავის დაზიანებას, ძვლის დაშლას, შეშუპებებს, ჰორმონულ მოშლებს. .ტრავმების დროს არაქიდონის მჟავა გამოიჟონება და იშლება—- სტრუქტურულად დამახინჯებულ ლეიკოტრიენებად და პროსტაგლანდინებად. ასთმა ან ქრონიკული რინიტი არ დაიწყება , თუ ინტერლეიკინ -6, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა და პროსტაგლანდინები ნორმიდან არ გადაიხარა.არც ტინიტუსი არ დაიწყება. ციტოკინების დარეგულირება და ნორმაში ჩაყენება ესაა მთელი მედიცინა. ამ გზით კიბო უკან იხევს, ყველა ორგანო უმჯობესდება. მაგრამ ეს ხდება არა დროებითი ქიმიური შებოჭვით ,არამედ დაზიანებული ფიზოლოგიური ცვლების გამოსწორებით. ბევრიდან ერთს ვიტყვი, მაგალითად,———გლუტამატის ყველა ფრაქციის აღდგენით. ლეიკოტრიენ ბე 4 ის მომატება იწვევს——–ანთებებს, ინსულინრეზისტენტობის დარღვევას, დიდ მუცელს, ქოლესტერინის სიჭარბეს, მუცლის შებერილობას, ღვიძლის გაცხიმოვნებას, კუჭ-ნაწლავის დაზიანებას, ქოლესტერინის სიჭარბეს , დიაბეტს. მოჭარბებული ბე 4 ებრძვის პანკრეასის და ღვიძლის უჯრედებს. ლეიკოტრიენ ბე 4 კლავს და უფრო აზიანებს ღვიძლის და პანკრეასის უჯრედებს მაშინაც , როცა 140 მდე წნევაზე ადამიანს თავი ტკივა. რადგან ,ისინი არღვევენ შარდოვანას და ციტრულინის ციკლებს. ეს ციკლი ბევრჯერ ავხსენი . სწორედ ამიტომაა , მცირედ აწეულ წნევაზე თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევის ტკივილი . შ აკიკის მსგავსი მექანიზმი სხვა პრობლემის დროსაც ხორციელდება, მაგრამ შაკიკის აუტანელი ტკივილი ციტოკინების მიერ შარდოვნას ციკლის დაჩქარებული დაღვევის გამოა. ბ 4 ები იწვევენ ალცჰაიმერს, რევმატიულ ართრიტს, სიმსივნეებს. ბე 4——-პანკრეასის , ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის გზით კლავს ადამიანებს . დადასტურებულია თანამედროვე მედიცინაში ———თუ ბე 4 მომატებულია და შეამცირებ —–არ იქნება ინფარქტი და ალცჰაიმერი. რადგან, ნორმაში მყოფი ციტოკინების ფონზე ,ვერც ჰომოცისტეინი მოჭარბდება და ვერც ამილიოდები ვერ ჩაწვება სისხლძარღვებში. ამით ხელი შეეშლება ქოლესტერინის სიჭარბეს და ალცჰაიმერის და სკლეროზების ჩამოყალიბებას. ანუ ჭარბი ქოლესტერინის შემწებებელი ამილოდების დაშლა და სამუდამო ალაგება ციტოკინების ნორმაში დაბრუნებით იწყება. შესაბამისად, სკლეროზების და ალცჰაიმერის გაუმჯობესებაც. ეს კი განხორციელდება, მხოლოდ, ამინომჟავების საწყისი ,ბუნებრივი გრაფიკული ფორმების აღდგენით, რაც სასიცოცხლო ჯანმრთელობის შესატყვისია. ცე 4 ცისტეინური ლეიკოტრიენები ე 4 თან და დე 4 თან ერთად ქმნიან ჭარბ ლორწოს .ესაა———-გახანგრძლივებული ბრონქიტები და ფილტვების ანთებები, გახანგრძლივებული გაცივება, ბევრი ნახველი, მწეველთა ნახველი, ალერგიები, სწრაფი შეშუპებები, ასთმა, სინუსიტი, ქრ რინიტი, ჰაიმორიტი, ბრონქოსპაზმი, ნებისმიერი ორგანოს გახანგრძლივებული ანთებები , მუკოვისციდოზი, კენჭი, პოლიპი, ცისტა, კისტა , ფიბროზი, ფიბრომა და სხვა. ადამიანი უცებ რომ შეშუპდება , იქ მომენტალურად მაღლაა აჭრილი ციტოკინების რიცხვი. ალერგია———– არის ციტოკინების სიჭარბით—- ჰისტამინად გადაქცეული ჰისტიდინი-პლიუს დიზბაქტერიოზი პლიუს ღვიძლში ფუნქციური მოშლა და ფერმენტების დაცემა. ვიღაც იკითხავს——–პატარა ბავშვს აქვს ალერგია და იგივეა ,მექანიზმი? დიახ. მაგალითად , ნარკომანი მამის შვილი ,მითუმეტეს პლანის მომხმარებელი მამის შვილი, ღვიძლის ბევრი ფუნქციის დარღვევით იბადება. ნებისმიერი ალერგია კი, არ არსებობს რაღაც დონეზე მაინც , დაზიანებული ღვიძლის ფონის გარეშე. ალერგიის მკურნალობას ღვიძლის მკურნალობით ვიწყებ. ადამიანის ყველაზე ჩუმი აგრესორი, რომელიც არ ყვირის ჩივილებით—— ეს ღვიძლია. თუმცა ხშირად მის ჩივილებს სხვას მიაწერენ. ბავშვი ,რომელსაც ახალშობილთა სიყვითლე თუნდაც რამდენიმე საათით გამოუვლინდება, ღვიძლის რამდენიმე ფუნქციის მოშლით უკვე დაბადებულია და ციტოკინურ ჭრას განიცდის მთელი სიცოცხლე. რაც ცხოვრების მანძილზე აუცილებლად გამოუვლინდება, ნაღვლის ბუშტის ან ნაწლავების ან კენჭის პრობლემებით. ეს ყველაფერი ღვიძლის და მითუმეტეს ციტოკინების არეალშია. სიყვითლით დაბადებულ ბავშვებს მთელი ცხოვრება ღვიძლის პრობლემები ტანჯავთ, სხვადასხვა ფორმით, რადგან ციტოკინური დიბალანსის გამო ისინი ალფა1 ანტიტრიფსინის გადახრით იბადებიან. ეს მაგალითები, რომლებსაც მეცნიერული მტკიცებები აქვთ, შორს წამიყვანს, რადგან უამრავის მოყვანა შეიძლება. ყველა ტიპის ალერგიის დროს—– განსაკუთრებით, ტრიფსინი დეგრადირდება. მოშლილი ჰისტიდინი ქმნის მუტანტურ ფერმენტებს. ნორმიდან გადახრილი ცე და ე ლეიკოტრიენები გამოდიან მასტოციტებიდან და ეოზინოფილებიდან და იწვევენ ასთმებს, ბრონქოსპაზმებს, ჭედავენ ცხვირს , იწვევენ ლარინგიტის შეტევას და სხვა. ეგზემას ამწვავებს ბე 2 და ცე 4 ლეიკოტრიენები. ვიტამინების სიჭარბე მოკლე გზაა კიბოსკენ. ვიტამინების სიჭარბე რეგულირდება მხოლოდ ლეიკოტრიენების ნორმაში ჩადგომით. თითოეული სიტყვა და ფაქტი რასაც წარმოვადგენ, არის მაღალი კლასის მედიცინის აქსიომა. ლეიკოტრიენები კირავენ კალციფიკატებს. ამკვრივებენ ამილოიდებს, რითაც ართულებენ ჭარბი ქოლესტერინის დროს ადამიანის პრობლემებს. აჩენენ——–კისტებს, ცისტებს, კენჭებს, მასტოპათიებს, ფიბროზებს , პოლიპებს. ასევე მონაწილობენ ავთვისებიანი წარმონაქმნების შექმნაში. რადგან არღვევენ ამინომჟავების ცვლებს და ციკლებს. თითოეულ ორგანოს და თითოეულ სინდრომს კურირებს შესაბამისი ამინომჟავა. თუ რამე სიახლე შემოდის განვითარებადი ქვეყნების მედიცინაში, ეს მხოლოდ ამინომჟავების ირგვლივ ტრიალებს. ხედავთ, რომ თანამედროვე მეთოდებით, ალკოჰოლური დამოკიდებულების მოხსნაში და დეტოქსებში, ჩვენთან მხოლოდ ამინომჟავები გამოიყენება. ლეიკოტრიენ ბე რაც უფრო მკვეთრადაა გადახრილი ნორმიდან ,ჭარბი ქოლესტერინი უფრო აგრესიულია და ამილოიდი მეტად მკვრივადაა ჩაწებებული სისხლძარღვის კედელზე. ადამიანს ამ დროს ქოლესტერინის თვალს მისაფარებელი სატყუარა—–სტატინიც არ შველის. შესაბამისად, გულის და ტვინის პრობლემები მეტია. ნაღვლის ბუშტის პრობლემების მქონე ადამიანებს ლეიკოტრიენ ბე ს ქრონიკული სიჭარბე აქვთ. მუცლის აორტიდან დაწყებული შაკიკის შეტევის თუ თითქმის, იგივე მექანიზმით განხორციელებული უეცარი სიკვდილის მაორგანიზებელი —–ჭარბი ლეიკოტრიენებია .ისინი ხეთქავენ ანევრიზმებს. ახდენენ პერფორაციებს .ცისტენური ლეიკოტრიენების სიჭარბე ინსულტის რისკებს ქმნის. თუ ამინომჟავა ჰისტიდინი ნორმაა, მაშინ არც ციტოკინები გადაიხრება და არცერთიარ იქნება ——-ასთმა, ალერგია რინიტი ეგზემა დასხვა. თუ ამ დროს ორგანიზმში პარაზიტებია ,მითუმეტეს ასკარიდა, ისინი მუდმივ რეჟიმში ცდილობენ ჰისტიდინის ჰისტამინად გადაქცევას და ალერგიების პროვოცირებებს . განსაკუთრებით რთული ალერგიების და ეგზემის უკან, ერთ დიდ მიზეზად ასკარიდა დგინდება. ჰისტამინი რომ ალერგიის მაპროვოცორებელია , ეს არაექიმებმაც იციან. ამიტომ ჰქვია ალერგიის სტანდარტულ წამლებს ანტიჰისტამინური. ამ დროს თუ სწორი მკურნალობა არ იქნება, სენსიბილიზაციით პარაზიტსაც აძინებ და ალერგენსაც. სენსიბილიზაცია არ არის გამოსავალი. ანუ ალერგენის დამშვიდება ანტიჰისტამინურებით. სათავო მიზეზები უნდა გამოსწორდეს. მომატებული ციტოკინების დროს ჰისტიდინი ნორმის ზევითაა და კიდევ უფრო იმატებს, ცვლა ირღვევა და დერმატიტი ეგზემა ან ფსორიაზია გამოხატული. დადგენილია უკვე მაღალი დონის მედიცინაში——- ალცჰაიმერის საწყისი ——ჰისტიდინის ცვლის მოშლაა ,რაც ადვილად აგროვებს ჭარბ ლეიკოტრიენებს და ამილიოდებს. შესაბამისად, სისხლძარღვებზე ლექავს ჭარბ აგრესიულ ქოლესტერინს. ალბათ ხვდებით, რომ როგორც ადამიანე ბის ს მკვლელი —ჭარბი ციტოკინების, ისე ყველა მავნე ფაქტორების ნორმაში ჩაყენება და ჯანმრთელი სიცოცხლე რეალობაში, მხოლოდ———–ამინომჟავების ცვლების დალაგებით მიიღწევა . რთული და ხანგრძლივი სამუშაო აქვს ექიმებს, როცა ამ გზთ გამოყავთ უზუსტესი დანიშნულებები .მაგრამ, სიცოცხლის გახანგრძლივების სხვა გზა არ არსებობს. სხვა ყველაფერი დროებითია.
15——სტატისტიკურად კიდურების დამბლას, ყველაზე ხშირად ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია იწვევს.
16——მძიმე ფილტვების ანთებაში ———წამყვანი სისხლძარღვების ვასკულიტია. არცერთი დაავადება არ მორჩება სრულფასოვნად ,თუ არტერიებს, ვენებს, სისხლძარღვებს, კაპილარების კედელებს არ ვუმკურნალეთ . მათში მიდის ყველა ეს პროცესი.
17——ხშირად ვიმეორებ და კიდევ გამოვკვეთავ, რადგან ლატენტური ტუბერკულოზის სტატისტიკა კოლოსალურია. ერთ-ერთი ამათგან თუ არის——- თავის პერიოდული ტკივილი, ზედა ქუთუთოს მცირედ დაშვება ,სახის ნერვის პარეზი, თვალის ქვედა ქუთუთოს შესიება, სამწვერა ნერვის ანთება, შუა ყურის ქრონიკული ა ნთება, სახსრების ქრონიკული ანთება; კუჭნაწლავის ქრონიკული ანთება ;განმეორებადი ფილტვების ანთება ან მითუმეტეს პლევრიტი———–ლატენტური ტუბერკულოზი გამორიცხე.
17—-სტატისტიკურად——ყველაზე მეტი ჩიყვი და ჰიპოთირეოზი განავითარა ——1—ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობამ, იოდის პრეპარატის გადაჭარბებული დოზით-2—-ფსიქოლოგიური არამყარობის დროს ლითიუმის პრეპარატის არასწორად გამოყენებამ.
18——ნებისმიერ ასაკში თუნდაც ბავშვობაში, ერთხელ მაინც თუ ცხვირიდან სისხლდენა ჰქონია ადამიანს, მას ღვიძლში დღესაც პარაზიტები ჰყავს . ტრავმის გარდა, ყველა ——ნებისმიერი ორგანოდან და ადგილიდან სისხლდენა უკავშირდება ღვიძლს , ხოლო ცხვირიდან ყველა სისხლდენა უკავშირდება ღვიძლის პარაზიტებს. ამას თუ არ გაითვალისწინებთ არასოდეს მოგირჩებათ——–ალერგია, ეგზემა, აკნე, ფსორიაზი, , ჰორმონული პრობლემები და ბევრი სხვა.
19——-ექიმმა მართოს ამინომჟავები, ეს ნიშნავს მართოს და გაახანგრძლივოს ადამიანის სიცოცხლე.
20—-გარდნერის სინდრომს ახალგაზრდა ასაკში აუცილებლად სჭირდება დაფიქსირება. ანუ საუბარია იმ ახალგაზრდებზე , რომლებსაც აქვთ ან ფიბრომა ან ლიპომა ან ათერომა ან ოსტეომა ან პოლიპი ან წულულოვანი კოლიტი და სხვა კეთილი სიმსივნეები. რადგან, ხშირად ეს გარდნერის სინდრომია, რომელიც ავთვისებიან კომპონენტს შეიცავს. ანუ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, ხშირად არის რომელიმე ავთვისებიანის კომპონენტი ახალგაზრდა ასაკში. რომელიც ნელა, მაგრამ რაღაც დროში გამოვლინდება. კეთილი , გამოკვეთილი დამატება ხშირად სიგნალია, რომ ამ პროცესის უკან მეტი სირთულე დგას და დროული დახმარება შედეგიანი იქნებოდა.
21-მომატებული სიმჟავე იმუნიტეტის მკვეთრი შეზღუდვის და ხშირად სიმსივნის წინასწარი ნიშანია. სიმჟავე მიიღება არა მარტო დარღვეული მეტაბოლიზმიდან . ორგანიზმში ენერგიის შექმნის პროცესში მჟავური ნაშთები გროვდება. რადგან მეტაბოლიზმი დარღვეულია , მჟავების გამოყოფა ვერ ხდება. წარმოქმნილი აციდოზი სიმჟავის მატების გამო იწვევს ბევრ დაავადებას. იმუნიტეტი სიმჟავის ბალანსის დასაცავად და მის შესამცირებლად ტუტე ფიზიოლოგიურ საწყობებს ეძებს და ჭარბად მოიხმარს. ამიტომ, გაავებული მეტაბოლიზმი თავს ესხმის კბილებს და ძვლებს . ანუ ტუტე მარაგებს. ადამიანებს უკვირთ ,რატომ უფუჭდებათ კარგად მოვლილი კბილები და რატომ უზიანდებათ სახსრები და ძვლები. რატომ ემართებათ ოსტეოქონდროზი და ოსტეოპოროზი. ოსტეოკალციუმი და სხვა ტუტე მარაგები მარტო ამით არ იხარჯება .ტუტის წონასწორობა და ხარჯვა სჭირდება——-მჟავე საჭმელებს, სასმელებს. ერთი ჭიქა ყავის მიღება იმდენ ტუტე მარაგს ითხოვს ,რომ ამ სიმჟავის გასანეიტრალებლად ანუ ერთი ჭიქა ყავის გამო, პეჰაშის აღსადგენად 15 ჭიქაზე მეტი წყლის მიღებაა საჭირო. ზოგს უკვირს კინოფილმებიდან, რატომ არის ევროპულ ქვეყნებში დანერგილი, ყავაზე აუცილებლად წყლის მიყოლება. კალციუმის ნაკლებობა ამიტომ არის საშიში, ისევე როგორც მეტობა. ის ნორმა უნდა იყოს.
22—–ფენილალანინი სტრუქტურული წყაროა ინსულინის. დიაბეტის დროს კარგ ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებთ, თუ ის არ იმართა ჰიპოფიზიდან და ფენილალანინის ცვლის ფიზიოლოგიური გამოსწორების ეგდით.
23—თევზი ყველაფერს უხდება, მაგრამ თევზის ზოგი სახეობა ვერცხლისწყალს შეიცავს ,რომელიც თმას აცვენს, მხოლოდ თმის პრობლემის დროს . მაგალითად-სკუმბრია , თინუსი, თუ თმა გცვივათ მაშინ შეზღუდეთ ეს ორი ჯიში.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share