რვა მედალი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში

16 – 17 დეკემბერს ქ. წყალტუბოში , ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , დავით აფხაზის და კედირ ჯიმშელიშვილის სახელობის რესპიბლიკური ტურნირი, 2011-2013 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.
ასპარეზობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრიდან პირველი ადგილი ნიკოლოზ კუტუბიძემ წამოიღო,
მათე ცეცხლაძე მეორე ადგილზე გავიდა.
გიორგი მათითაიშვილი , დავით მატკავა, ოთარ დარბაიძე კი მესამე ადგილს და ბრინჯაოს დასჯერდნენ. მწრთვნელი კახაბაერ აბაშიძე – ოზურგეთი.
 ტურნირში ნატანების გუნდმაც იასპარეზა და რომან თოიძემ შინ ვერცხლი, თამაზ აბრამიშვილმა და საბა სუთიძემ ბრინჯაო წამოიღეს.
მწრთვნელი ზაზა თოიძე-  ნატანები.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share