“ჰკიდიათ ლუდომანიასთან ბრძოლა…კრიტიკული მედიის რეკლამის შეზღუდვა უნდათ მხოლოდ, ესაა მთელი ამბავი”– მშვილდაძე

ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს:

“აი, მარტივი ლოგიკის მაგალითი:
გემბლინგის აკრძალვაზე:

რატომ კრძალავენ – ლუდომანიის პრობლემას ებრძვიან, ანუ საკუთრივ ონლაინკაზინოებს არეგულირებენ, თუ ეგ პრობლემა საერთოდ კიდიათ და კრიტიკულ მედიაში რომ სარეკლამო შემოსავლები შეამცირონ და მოგუდონ, ეგაა მხოლოდ მიზანი.
ვინმეს შეიძლება ეგონოს – ორივე ერთად:

ახლა მოვუსმინოთ ფინანსთა მინისტრს – ის ამბობს, რომ ბიუჯეტში გაისად გემბლინგიდან შემოსავლის კლებას არ ელოდებიან.

აბა, ახლა დავფიქრდეთ სულ ცოტა – ანუ, გადასახადს ბიუჯეტში ბეთები იხდიან შემოსავლიდან და ბრუნვიდან ხო? – თუ იგივე გადასახადი გადაიხადა, ეს ხომ ნიშნავს, რომ იმდენივე ფული უნდა იშოვნოს, იმდენივე ხალხი და იმდენივე არასრულწლოვანი აყომარონ, იმდენივე ბინა დაალომბარდებინონ, იმდენივე ოჯახი გააუბედურონ?!

დასკვნა – ჰკიდიათ ლუდომანიასთან ბრძოლა მეგობრებო, კრიტიკული მედიის რეკლამის შეზღუდვა უნდათ მხოლოდ, ესაა მთელი ამბავი, თუ ვინმეს გიყვართ ხოლმე მთელი ამბის ცოდნა”, – წერს მშვილდაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share