სკოლის მოსწავლეებიდან ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს – ეს ის საგანგაშო რეალობაა, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეების 35% სკოლაში მშიერია და საკვებს მთელი დღის განმავლობაში ვერ იღებს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მშობლებს, არ აქვთ ფული, რომ საჭმლის საყიდლად შვილებს გაატანონ. ამიტომ სკოლის მოსწავლეები იძულებულები არიან, იშიმშილონ და ასე დაესწრონ გაკვეთილებს. განსაკუთრებით მძიმე რეალობაა საქართველოს რეგიონებში.
შიმშილობს რომ გადაურჩნენ სკოლებში არსებობს ნისიების რვეული – ანუ ბავშვები საკვებს იმ იმედით იღებენ, რომ ოდესღაც მათი მშობლები ამ ვალების გასტუმრებას შეძლებენ.
“ბავშვი რომ სკოლაში არ ჭამს არ ნიშნავს, რომ შიმშილობს” – ეს არის მმართველი გუნდის პასუხი უმძიმეს კვლევაზე. განათლების სამინისტრო კი სკოლებში ე.წ. ლანჩბოსების შეტანის ინიციატივით გამოდის, რომლის საფასურის ნაწილიც მშობელმა უნდა დაფაროს, თუმცა როდესაც მშობელს ლარი არ აქვს, რომ ბავშვს სკოლაში გაატანოს, რითი გადაიხდის სრულფასოვანი სადილის ფულს – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის.