საქართველოში მსესხებლების 11,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის მარტის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 226 359 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 461 704 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მარტის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 780 ადამიანს აქვს, ჯამში 40 302 428 024 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83.6% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 789 518 921 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 614 433 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8.3%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 133 547 -ია.
კიდევ 22 694 ადამიანს კი, ჯამში 471 540 410 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 337 ადამიანს უფიქსირდება.
bpn.ge