რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ, რომ რუსეთის სახალხო არტისტს თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის შესახებ ტელეგრამ არხი „მეში“ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საგამოძიებო კომიტეტს და მთავარ პროკურატურას.

ორგანიზაციის აქტივისტი, ანდრეი ზგონიკოვი ამბობს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ გვერდწითელმა რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და ეს მისი მხრიდან „ლამაზი საქციელი“ არ არის.

ცნობისთვის, „რუსეთის მამები“ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share