ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თუ „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტიდან გავლენ, მათ ნაცვლად ქალაქს ჩეჩენი „ბოევიკები“ რამდენიმე საათში დაიკავებენ.
როგორც კადიროვი Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მისთვის არასასიამოვნო მოსასმენია „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ნათქვამი ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებით.
„თუ ჩემი უფროსი ძმა პრიგოჟინი და „ვაგნერელები“ გავლენ, გენშტაბი გამოცდილ საბრძოლო ქვედანაყოფს დაკარგავს და მის ნაცვლად, ბახმუტში უმცროსი ძმა, კადიროვი და „ახმათი“ შევა. თუ სცენარი ასეთი იქნება, ჩვენი მებრძოლები უკვე მზადყოფნაში არიან, წინ წაიწიონ და დაიკავონ ქალაქი. ეს რამდენიმე საათის ამბავია“, – ამბობს კადიროვი.
შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა უკრაინაში მოკლული „ვაგნერელების“ გვერდით გადაღებული ვიდეო გაავრცელა და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უწმაწური სიტყვებით მოიხსენია. მისი თქმით, ბახმუტიდან გასვლას აპირებს იარაღის ნაკლებობის გამო მის მებრძოლებში არსებული მძიმე დანაკარგების გამო.
ამის შემდეგ, სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსი სამხედროების უწყვეტი მომარაგების ბრძანება გასცა.