“მევიჯაყეთ გურულები. სოფლის ცენტრში, გაჩერებაზე ჩახუთულ აგვისტოში ქალაქში მიმავალს უზარმაზარი, გატოტვილი ჭადრის ჩრდილი რომ მოგათქმევინებს სულს, სხვას მასე რას შეუძლია გასიამოვნოს? ბირჟაა, შეკრებაა, რაღაცაა, იქეთ ნატანების წყალი მოიტანს პაწა ნიავს და არც ხვატი იქნება გაუსაძლისი და არც რამე, მარა ამის გამკეთებელს ახლა საქმე ქნა გონია” წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, მესამე სექტორის ცნობილი წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე და სოფელ ცხემლისხიდში მრავალწლოვანი ჭადრების დღევანელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.