ლაშა ჭეფხიძე ოქროს ქამრის მფლობელი გახდა!
სომხეთში ქ. ერევანში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გამართა.
მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში ყაზახეთის, ირანის, სომხეთის და საქართველოს სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელმა და მოქმედმა სპორტსმენმა ლაშა ჭეფხიძემ რინგზე სომეხი მოწინააღმდეგე დაამარცხა და პირველ ადგილსა და ოქროს ქამარს ღირსეულად დაეუფლა.
!