”გურიის მოამბე თამამად შემიძლია ვთქვა,რომ მთელი რეგიონის მაშტაბით არის ყველაზე პროდასავლური, პროევროპული და ანტირუსული პლატფორმა, ხოლო მისი დამფუძნებელი და რედაქტორი Vladimer Menabde კი, რომელიც ამავდროულად ტვ “მთავარი არხის”კორესპოდენტიცაა გურიის რეგიონში, დიდი ხანია , ყელში ყავთ გაჩხერილი ივანიშვილი-ჩხარტიშვილის კლანს და ყველა ბინძური მეთოდით ებრძვიან მას და მის სარედაქციო პოლიტიკას.
მე გურიის ყველა პროდასავლურ ოპო.პარტიებს, პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და უბრალოდ ყველა გურულს, ვისთვისაც სულერთი არაა, ხვალ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ მათი შვილები, მოგიწოდებთ -გურიის მოამბე და მისი სახით, თავისუფალი სიტყვა და პროდასავლური პლატფორმების არსებობა არის საფრთხეში. მას სჭირდება გვერდით დგომა,თანადგომა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. არა მხოლოდ ერთი მედიაპლატფორმისთვის, არამედ ჩვენი ევროპული მომავლისთვის.
გადაყლაპავენ, მოერევიან გურიის მოამბეს დღეს, ხვალ იქნებით თქვენ!
ლადო,შენ კი მინდა გითხრა, რომ რაც არ გვკლავს გვაძლიერებს.ჩვენ მოვიგებთ ამ ომსაც!!!” – ასე ეხმაურება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა დღეს, ოზურგეთის მერიის მიერ “გურიის მოამბეს” კუთვნილი ბილბორდების დემონტაჟის ფაქტს, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეკლამა იყო განთავსებული .