“მე დიდი ხანია უკვე ამოვყავი თავი საცივიდან“ – ასე უპასუხა “დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ნიკა გვარამიას შეკითხვას – სად არის და რას აპირებს ოპოზიცია.
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ოპოზიცია უმოქმედოა და ახლა დროა ეს უმოქმედობა დასრულდეს ხელისუფლების ოპონენტებმა მხარდამჭერებს გააცნონ კონკრეტული გეგმა.
“ჩვენც მეტი გვინდა, რომ ამოქმედდეს ოპოზიცია და ვფიქრობ, ხალხიც ამას ელოდება. ოპოზიციამ, რომელმაც ჯამში 52%-იანი მხარდაჭერა მიიღო, მეტი აქტიურობა გვმართებს… ეს ერთი კვირა უნდა იყოს ის ერთი კვირა, როდესაც გავაგრძელებთ აქტიურ კონსულტაციებს, რომ სამოქმედო გეგმაზე შევთანხმედეთ” -ამბობს “მთავარ აქცენტებში” საუბრისას ნინო ბურჯანაძე.
რაც შეეხება ბათუმში მომხდარ ინციდენტს, როდესაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ადამიანს, რომელიც ღალატობს გუნდს, პასუხი უნდა მიეგოს
“როდესაც ხელისუფლება უმსგავსოდ იქცევა და როდესაც ადამიანები იყიდებიან და ყიდიან თავის თანაგუნდელებს, ის ადამიანი პატივისცემას არ იმსახურებს და შესაბამისად მას უნდა მიეგოს, ჯობდა უფრო ცივილიზებული ფორმით. ვინც გაიყვანა ის კაცი იმ საბჭოში, მას შეუძლია ამ კაცს პასუხი მოსთხოვოს” -ამბობს ნინო ბურჯანაძე.