”საქართველოში არსებობს ძალიან ნათელი წითელი ხაზები, რომელიც ქართულ საზოგადოებას არასდროს გადაუკვეთია და რომლის გადაკვეთასაც ის არასდროს არავის პატიობს და არ აპატიებს არც მომავალში. რა არის ეს წითელი ხაზები: 1 – საქართველოს თავისუფლება. 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ საუკეთესო ახალგაზრდები ამ ქვეყნის. ახლა ქართული ოცნება აკეთებს იმას, რომ დაგვამეგობროს როდიონოვის შთამომავლებთან. ძალიან ნათელი წითელი ხაზია. 2 – ეს არის ღირსება. დღეს, ქართველი ხალხის ეთნიკური წმენდის ჩამდენი ხალხი, თავისუფლების მტრები, ქრისტიანობის მტრები, ნაცისტების და ფაშისტების რეჟიმთან რომ უნდათ საქართველომ ითანამშრომლოს, ამას რომ უქებს ვიქტორ ორბანი [უნგრეთის პრემიერი] და ეს რომ უხარია ღარიბაშვილს და სხვებს, ეს ქართველი ხალხის თავისუფლების მოყვარე ღირსების შელახვა…
ქართული ოცნება ანადგურებს შესაძლებლობას საქართველო გახდეს ყველაზე ძლიერი და ყველაზე მშვიდობიანი ქრისტიანული ალიანსის წევრი, რომელიც არის ევროკავშირი.” –