“გახსოვთ ხო, რუსეთის დესანტი კიევთან ახლოს ჰოსტომელის აეროპორტში. უკრაინამ როგორ გმირულად დაიცვა თავი. აეროპორტები პირველი სამიზნე იყო.
თბილისში უიარაღოდ აიღეს ტიპებმა აეროპორტი. რუსეთის დაზვერვა გასწევს სახმელეთო მომსახურებას თბილისში.
●
19 მაისს რუსული კომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისში დაჯდება. მას სახმელეთო მომსახურებას გაუწევს ახლახან, ერთ დღეში შექმნილი კომპანია „აერო ჰოლდინგ ჯორჯია“ , რომელიც პრორუსი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის, ვალერი კვარაცხელიას შვილს, დავით კვარაცხელიას ეკუთვნის. კომპანია 2023 წლის 21 აპრილს დარეგისტრირდა – 19 დღით ადრე, ვიდრე პუტინი პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებდა.”
წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.