ხვალ, 21 მაისს, 17:საათზე, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ინიციატივით რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
”გურულებო! შემოგვიერთდით ხვალ, მერე იქნება გვიან!
21 მაისს, 17:00 საათზე, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან!
ვინც ფიქრობს, რომ ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ასევე, წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენ ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, შემოგვიერთდით.
კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მტკიცედ, რომ ჩვენი მომავალი ევროკავშირშია!
არა რუსულ ფრენებს!
არა რუსულ ოკუპაციას!” – წერს გორდელაძე.