Georgian Airways-ის მფლობელის სკანდალური განცხადება – თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ 2008 წელს შეიარაღებული დაპირისპირება საქართველომ დაიწყო.
პრემიერის მეგობარი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამება ქართული მხარის დამსახურება იყო.
”არ ვთვლი, რომ რუსეთი მტერია. ალბათ, ჩვენი ბრალიცაა, რომ ეს კაცი (გიორგი ანწუხელიძე) ასეთ დღეშია. არ უნდა დაგვეწყო კონფლიქტი იქ ისე, რომ შედეგები რა იქნებოდა არ გვცოდნოდა”- აცხადებს გაიაშვილი.