მე ვარ ნინო ზაქარაშვილი ლელა ნაცვალაძის და ავთანდილ ქავზინაძისგან დაზარალებული .
ვმუშაობდი პოლონეთში ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში , კომპანიას ყავდა თავისი გამომწერი როცა მე ლელასთან საქმე დავიჭირე ჩვენი კომპანიის გამომწერი იმყოფებოდა შვებულებაში . ჩემი ზარალი შეადგენს 9660 ლარს
როცა პირველი ბილეთი შეუკვეთე ქუთაისი- პარიზის მიმართულებით მომცეს დაპირებულ დროზე ადრე და ეჭვი არც შემპარვია.
ერთხელ დარეკვისას ლელამ მითხრა რომ გამომწერს დაუკავშირდებოდა და მე ხაზზე ვყოფილიყავი. დაუკავშირდა ვინმე მარიამ ქაჯაიას სინამდვილეში, როგორც გაირკვა სოფიო ღლონტს, რომელმაც კონკრეტულ რეისზე კონკრეტული თანხა დაასახელა …
ამის შემდგომ როცა მოვიდა პირველი ბილეთი არ იხსნებოდა რადგან არ იყო PDF- ფაილი. როცა დაvურეკე ლელას, მითხრა, რომ ხაზზე ვყოფილიყავი და გამომწერს დაურეკავდა. დარეკა ვითომ მარიამ ქაჯაიასთან, სინამდვილეში სოფიო ღლონტთან (მერე როგორც გაირკვა ) და უთხრა რა ჯანდაბა უნდა მაგ ზაქარაშვილს მოუნდა ბილეთში ჩახედვაო ..
ამის შემდგომ გამომიგზავნეს PDF- ფაილი … როცა მოხდა ჩემი ასე ვთქვათ გადაგდება, დავიწყე აღნიშნული ბილეთის შესწავლა და გამოირკვა რომ ბილეთში გადახდილი იყო 957 ლარი მე კი მომყიდეს 800 ლარად. ასევე ბილეთი იყო ფიზიკური პირის ექაუნთით შეძენილი ..,
მომწერა ვინმე თათია თათიამ, რომელიც ვითომ როგორც დაზარალებული გამომეცხადა , მომწერა ვითომ დოდო ხონელიძემ რომელიც წუხდა ამ ამბავზე და მპირდებოდა თანხის დაბრუნებას …
აღნიშნული თაღლითები იყენებენ უამრავ ავიაბილეთის ყალბ ფეისბუქ გვერდებს და ხალხს ატყუებენ 😡😡😡
ასევე თათია თათია , ლუკა, არარსებული დოდო და სხვაა …
ამ ადამიანებმა სუიციდამდე მიმიყვანეს, თათია თათია მწერდა რომ უნდოდა მოვმკვდარიყავი, მაქვს მისი მიმოწერაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით …
რას ემსახურებოდა facebook გვერდზე პოსტი მათ შესახებ ?!
მინდოდა რომ მომდევნო მსხვერპლი არ ყოფილიყო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ …
მარიამ ქაჯაია-მ(სოფიო ღლონტი), რომელმაც თქვა, რომ ტელეფონი რომელშიც ეს ექაუნთი ქონდა ლელას აჩუქა და ვითომდა ლელა იყენებდა , კონკრეტულად ლელა ვერასდროს შეძლებს იყიდოს ბილეთი რადგან არაფერი არ იცის, ბილეთან დაკავშირებით…
როგორც კი დავადგინე რომ სოფიოს ექაუნთით იყო შეძენილი ბილეთი ვუთხარი და იმ საღამოდან დაიწყეს ამ ტროლებმა ჩემი ლანძღვა ვინმე ლუკა -ს ფბ ვითომ ნამდვილი მარიამ ქაჯაია იყო , ვინმე დოდომ, რომელმაც ინტრიგანი მეძახა, ლელა რომელიც ხალხს აბარებდა, რომ მე ვიყავი თაღლითი და ინტრიგანი და თუ არ გავჩერდებოდი უარესს დამმართებდა …
არაერთი ხმოვანი მაქვს სადაც არის სოფიო ღლონტის ხმა მაგრამ თავს მაცნობს როგორც მარიამ ქაჯაია ,
როცა ადამიანი მართალი ხარ/ რატომ უნდა იყენებდე სხვის სახელს და გვარს ?
დღემდე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი – დასკვნა თქვენთვის მომინდია …
ნახეთ ყალბი ფეისბუკ გვერდები,მუქარები და ასე შემდეგ… სამწუხაროდ რედაქცია ვერ შეძლებს ყველა მამხილებელი მასალის ატვირთვას რადგან მათი ოდენობა ათასს ერთეულს აღემატება.
ნახეთ …