ამის შესახებ გამოცემა NEWSGEORGIA-ს შენდეროვიჩის პროდიუსერმა განუცხადა.
შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან ისრაელის პასპორტით მოემგზავრებოდა და ის საქართველოდან უკან ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნეს.
“უარი მეთქვა შემოსვლაზე ახსნა-განმარტების გარეშე” – წერია შენდეროვიჩის მესიჯში, რომელსაც NEWSGEORGIA ავრცელებს.
წყარო: NEWSGEORGIA
2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო მისი პროგრამა “ერთი შენდეროვიჩის საღამო”, ხოლო 4 ივნისს მას ბათუმში მონაწილეობა უნდა მიეღო კონცერტში სახელწოდებით “მესიჯები და დიალოგები”.
ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთში ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იმ მწვავედ აკრიტიკებს კრემლის ქმედებებს და ომს ეწინააღმდეგება.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შენდეროვიჩი “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა.