ბახვი 2 ჰესი და რეგიონში გაზრდილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან ელექტრომომარაგებაზე

ბახვი 2 ჰესი მდინარის მოდინებაზე მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სადგურისგან (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ) შედგება. 2ა სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე დაგეგმილია ძალიან მცირე ზომის 0.09 ჰექტარი შეგუბება; ხოლო ბახვი 2ბ-ს შემთხვევაში – 0.04 ჰექტარი.

ბახვი 1 და 2 ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიეწოდება ცენტრალურ ქსელს. თუმცა, ცენტრალური სისტემიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტის შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, რეგიონში არსებული ჰიდროელექტროსადგურები უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უწყვეტობას, რადგან ერთი მოწოდების წყაროდან მეორეზე გადართვა ავტომატურ რეჟიმში მოხდება.   გარდა ამისა, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რეგიონის არათანაბარი დატვირთვებისა და მიწოდების არაპროპორციულობით და ხშირად ხდება ძაბვისა და სიხშირის ვარდნის მიზეზი. აქვე უნდა ითქვას, რომ უწყვეტი და ხარისხიანი  ელექტროენერგიით მომარაგება თავის მხრივ, დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში ახალი მოხმარების ობიექტების მიერთებისათვის ან/და წარმოების განვითარებისათვის. ზოგადად, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, გენერაციის ობიექტების დეცენტრალიზებული და რეგიონალური განვითარება, ქვეყნის წარმატებული განვითარების საწინდარია, ვინაიდან ზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან ელექტრომომარაგებაზე, რითაც აძლიერებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

ბახვი 2 ჰესის საპროექტო ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია მოქცეული და მთისპირის თემს მოიცავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share