”ბეტონის საფეხბურთო მოედანი მაგისტრალზე – თალაკვაძის მორიგი ინოვაცია” – თათია ნიკოლაშვილი

”საფეხბურთო მოედანი მაგისტრალზე – თალაკვაძის მორიგი ინოვაცია, სიმწვანეში ჩაფლულ ოზურგეთში, ბეტონის მოედანი ბავშვებს, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე” – ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი მშენებარე საფეხბურთო მოედნის შესახებ სოციალურ ქსელში საუბრობს:

”ულამაზესი ბუნება აქვს გურიას, სიმწვანეშია ჩაფლული და უამრავი მდელოა, როგორც თავად ქალაქში, ასევე ოზურგეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა ეჭვი მეპარება, ოზურგეთის თბილისელმა მერმა ეს იცოდეს.

ახლა ჩვენ ვიმყოფებით სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, ეს არის მაგისტრალი, რომელიც წელიწადია, რაც დამთავრდა, მაგრამ  ოზურგეთის მერმა გადაწყვიტა, რომ მაგისტრალის ნაწილი აეღო და პირდაპირ შუა მაგისტრალზე გაეკეთებინა საბავშვო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი.

მისასალმებელია, როცა რაღაც კეთდება, მაგრამ ყოველთვის არის გასათვალისწინებელი, თუ რის ხარჯზე და როგორ კეთდება ეს. აქ არის რამდენიმე პრობლემა , ესაა მოედნის ლოკაცია და  ხარისხი.

დიდი საფრთხის შემცველია, როცა ბეტონის საფარითაა სტადიონი გაკეთებული სიმწვანის ქვეშ. მოედნიდან გამოსული ბავშვები კი პირდაპირ ხვდებიან მთავარ მაგისტრალზე.

მოკლედ თალაკვაძის ინოვაციები არ გველევა ოზურგეთში. კალაძის ჩინურ ვერსიას გავს ჩვენი მერი.თანხები მერს ენანება იმისთვის, რომ მოედანზე გაკეთებული ყოფილიყო ბუნებრივი საფარი, თუმცა არ ენანება პირადი კომფორტისთვის, არ ენანება მერიის ავტოპარკისთვის, არ ენანებაა კუბოების დასადგმელად ქალაქის” – აცხადბს ნიკოლაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share