გურიელების საღმრთო საწირავი ჭური

1883 წელს ოზურგეთში ალექსანდრე შევარდნაძეს მისი სახლის საძირკვლის გათხრისას ღვინის სარდაფი აღმოუჩენია, რომელშიც უზარმაზარი ჭური ყოფილა დაფლული. გაზეთ დოების ინფორმაციის მიხედვით შევარდნაძის სახლი გურიელების ნამარნალზე მდგარა, ჭურის მოცულობის გაზომვის შედეგად დაუდგენიათ, რომ მასში 365 საწყაო ღვინო ჩადიოდა, 1 საწყაო – 18.4 ლიტრის ტოლი გახლავთ, ანუ ჭურში მთლიანობაში 6716 ლიტრი ღვინო ჩადიოდა. ჭურის ტევადობა სიმბოლურად 365 დღის შესაბამისი 365 საწყავი გალხდათ.
.
თავად გრიგოლ გურიელი თავის „პროტოკოლის ზაპისკაში“ ამ ჭურთან დაკავშირებით წერს შემდეგს:
.
„ქალაქ ოზურგეთში, გურიის მთავრის ციხედარბაზის (ახლანდელი ყაზარმის) ახლოს, სახლის საძირკველის გათხრისას, ნაპოვნი იქნა ღვინის სარდაფი, რომელიც სავარაუდოდო გურიის მთავრებს ეკუთვნოდათ. სარდაფში დაფლული იყო სხვადასხვა ფორმის და სიდიდის ჭურები, რომელთა შორის სიდიდით გამოირჩეოდა სარდაფის შუაგულში დაფლული ჭური, რომელიც მე დიდი ძალისხმევით ამოვიღე და სახლში გადავიტანე. ჭურის სიმაღლე არის 4,5 არშინი, ხოლო გარსშემოწერილობა 10 არშინი. იგი როგორც გარედან ისე შიგნიდან შედგება გაქვავებული თიხის ნაჭრებისაგან, რომლებიც შერთებულია ცემენტით.“ (ერთი არშინი – 72 სმ)
.
გაზეთ დროების ინფორმაციით ჭური მამია გურიელს საღმრთო საწირავ საჭურჭლედ გაუკეთებია – „ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს წლის სათვალავი, ესე იგი, სამასსამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ“. თავად გრიგოლ გურიელს ჭური თავისთან გადაუტანია – „თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძვლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მ. ფული“. დროების მიხედვით გურიელს ჭური სასახლის წინ მიუტანია და მის გარშემო სპეციალური ნაგებობაც მოუწყვია.
.
– Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Московскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.)
– გაზეთი დროება 1983 წელი
– ნახატი წარწერით – Старый кувшин на дворе Князя Григорія Гуріели в Озургеты; გურიელის სასახლე ოზურგეთში, ეზოში მამია გურიელის საღმრთო საწირავის საჭურჭლე ჭურით, რომელის გარშემოც სპეციალური კონსტრუქციაა მოწყობილი.
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share