ეკონომიკის ექსპერტი, ოთო აბესაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს.
„დილა მშვიდობის საშუალო ხელფასით 1 716 ლარიანო ერო ჩემო…
P.S. ყოველ 3 თვეში საშუალოდ 240 ლარით იზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი.
P.P.S. ადრე ქაღალდის 1 და 2 ლარიანები ხომ გახსოვთ? სულ მალე 5 ლარიანიც “ხურდა” გახდება. შეინახეთ სამუზეუმო ექსპონატად“, – წერს ოთო აბესაძე.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური მინიმალური ხელფასი 18.7%-ით ( 270.1 ლარით) გაიზარდა და 1716.6 ლარი შეადგინა.