“ოზურგეთელებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა სრულდება – სოფელ შრომაში მნიშვნელოვან პროექტებს ვაკეთებთ.
მიმდინარეობს ვაკე-ზედუბანი – ორმეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და ვაკის უბანში – ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 50 ბავშვზე იქნება გათვლილი. პროექტების ჯამური ღირებულება 3, 549, 567 ლარს შეადგენს.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!”
წერს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და ერთ სამადლობელ სიტყვასაც არ იმეტებს ევროკავშირის მისამართით.
სამაგიეროდ მადლობებს არ იშურებს პრემიერ -ირაკლი ღარიბაშვილზე. თურმე სოფლის ბაღის მშენებლობა მოქმედი პრემიერის დღენიადაგ შრომელებზე ზრუნვისა და ოფლის ღვრის შედეგი იყოს.
პირველი. ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი ან ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც, ჩვენგან, ხალხისაგან გადახდილი ფულით ივსება, და სამწუხაროა, რომ ეს კომუნისტური მიდგომა – მადლობების გადახდა მთავრობების მისამართით – ამ საბჭოთა ტვინებიდან ჯერ კიდევ არ განიდევნა.
ანაც კიდევ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან, რა შემთხვევაშიც ელემენტარული ეთიკა და ზრდილობაა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნის ხალხს, რომელი ქვეყნის ხალხის გადახდილი ფულიდან ივსება ესა თუ ის დონორი ორგანიზაცია.
მაგალითად, თუ პროექტს აფინანსებს USAID -აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ელემენტარულად, ზრდილობის საკითხია, რომ მადლობა გადაუხადო ამერიკელ ხალხს დახმარებისათვის, თუ პროექტი ფინანსდება ევროკავშირის ქვეყნებში არსებული დონორი ორგანიზაციის მიერ, იმავე ქვეყნის ხალხს…
დაუჯერებელია პატივცემულმა თალაკვაძემ ეს არ იცოდეს (უფრო დიდ უბედურებასთან გვექნება საქმე), მაგრამ აქ საქმე უფრო მარტივადაა… პუტინი, ანაც “კოლექტიური პუტინი” რომ გაბრაზდეს?
ამიტომაც მალავს ოზურგეთის მერი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში – მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის, ანაც მთავრობის წილი არის ნული. და ამ ბაღის მშენებლობას ევროკავშირი აფინანსებს.
ეს ან ჩვენი,ხალხის ფულით, ანაცე ევროპელი, ან ამერიკელი ხალხის დახმარებით კეთდება.
ეს არის და ეს.