“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, თათია ნიკოლაშვილი სოფლებში მიმდინარე შეხვედრებიდან ერთ ერთ ეპიზოდს იხსენებს:
“აი, მოძველბიჭო, ქურდული მენტალიტეტის, ბირჟის გამმაგრებელი ქოცები, რომ არიან… აი, რაც მთავარია, თავისუფლად რომ სუნთქავენ – ეგეთს გადავეყარეთ მოსახლეობასთან შეხვედრისას
ერთ, დიდ სოფელში ვიყავით: ნახევარი სოფელი ემიგრაციაშია, სახლები გამოკეტილი, ხალხი უმუშევარი, გზა არ აქვთ, წყალი არ აქვთ… მოკლედ, უამრავი პრობლემაა უკვე ვიცით, ნახევარი სოფელი გამოვლილი გვაქვს, მაგრამ მაინც ხალხი დავინახეთ და ვკითხეთ, იქნებ რამე დამატებით გასაჭირი აქვთ, მოვინიშნავთ თქო…
პირველივე პასუხზე მივხვდი რა ხალხთან მქონდა საქმე, როცა მიპასუხა – “ჩვენ ეგ კატეგორია არ ვართო “, მაგრამ მაინც ჩავეძიე, მეთქი რა კატეგორიას გულისხმობთ პრობლემები რაც არის სოფელში, ეგ გვაინტერესებს, რომ იქნებ როგორმე მოგვარებაზე ვიზრუნოთ თქო
– არაო, არ გვაქვს არანაირი პრობლემაო
– უი, მეთქი რას ამბობთ, რა მაგარია აი, გავიგე წყალი არ ქონია სოფელს და ეგეც არ გაწუხებთ თქო
– ჭა მაქვს ჩემო დაიაო
მეთქი, კარგი ჩემო ძმაო …
ჭა აქვს, რომლიდანაც 80 წლის დედამისი ეზიდება წყალს, ისიც თუ კარგად ნაწვიმარია მაშინ… მაგრამ მთავარია, ამას ქოცები თავისუფალად სუნთქვის უფლებას აძლევენ და საქმეებს არჩევს უბანში…
ხომ პატარა მაგალითია, მაგრამ აი, ამათზე დგას რუსული ოცნება… 50 ლარად რომ ყიდიან არჩევნებზე ქვეყანას… დედები, ცოლები ემიგრაციაში რომ ყავთ და თვითონ ბირჟაზე ბლატაობენ
მადლობა ღმერთს – უმცირესობაში არიან, ამ ერთმა “უპრობლემო” კაცმა გამაოცა მხოლოდ შეხვედრების მანძილზე…
კრიმინალური, რუსული ოცნება უნდა დასრულდეს და მასთან ერთად უნდა მორჩეს – ადამიანების დაშინება, დაყოფა და დაპირისპირება”
წერს დეპუტატი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.