“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, თათია ნიკოლაშვილი სოფლებში მიმდინარე შეხვედრებიდან ერთ ერთ ეპიზოდს იხსენებს:
“აი, მოძველბიჭო, ქურდული მენტალიტეტის, ბირჟის გამმაგრებელი ქოცები, რომ არიან… აი, რაც მთავარია, თავისუფლად რომ სუნთქავენ
– ეგეთს გადავეყარეთ მოსახლეობასთან შეხვედრისას 


ერთ, დიდ სოფელში ვიყავით: ნახევარი სოფელი ემიგრაციაშია, სახლები გამოკეტილი, ხალხი უმუშევარი, გზა არ აქვთ, წყალი არ აქვთ… მოკლედ, უამრავი პრობლემაა უკვე ვიცით, ნახევარი სოფელი გამოვლილი გვაქვს, მაგრამ მაინც ხალხი დავინახეთ და ვკითხეთ, იქნებ რამე დამატებით გასაჭირი აქვთ, მოვინიშნავთ თქო…





– არაო, არ გვაქვს არანაირი პრობლემაო 

– უი, მეთქი რას ამბობთ, რა მაგარია
აი, გავიგე წყალი არ ქონია სოფელს და ეგეც არ გაწუხებთ თქო 


– ჭა მაქვს ჩემო დაიაო 



მეთქი, კარგი ჩემო ძმაო … 









მადლობა ღმერთს – უმცირესობაში არიან, ამ ერთმა “უპრობლემო” კაცმა გამაოცა მხოლოდ შეხვედრების მანძილზე…


წერს დეპუტატი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.