უკრაინისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადაცემის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა ის დისტანციურად ააფეთქოს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სადგურის აფეთქებას მოსკოვში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რასაც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო სერიოზულად უნდა მიუდგეს და სადგური დეტალურად შეამოწმოს.
„აფეთქებისთვის ისინი ფორმას და მომენტს ეძებენ. ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ სადგურის უკრაინისთვის გადმოცემის შემდეგ ის დისტანციურად ააფეთქონ. რუსეთი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ამ გეგმის შესახებ ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.