”დღეს საერთო არ ველოდი, თუ მიშა უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე.იმ მომენტში, როცა LIVE შემოიყვანა მთავარმა და ხმა გავიგონე, მერე შევხედე ეკრანს.
პირველად ვერ მივხვდი რა ხდებოდა – ვერ ვიცანი და როცა დავანამდვილე რომ ნამდვილად მიშა საუბრობდა, აღარც მიყურებია. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმას ნამდვილად არ ველოდი,რა დღეშიც ვნახე. ყველაზე მეტად იმ მოკლე მონაკვეთში რასაც გავუძელი და ვუყურე, სრულად ატროფირებულუ ზემო კიდურების კუნთოვანი ნაწილი მომხვდა თვალში. არანაირი კვლევები, არანაირი აპარატურა არ სჭირდება იმის დადგენას, თუ რა კონდიციამდეა მისული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა იმაზე საუბარი, რომ მ.სააკაშვილი ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ და მერე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებაო, არის უბრალოდ დაცინვა – მისი როგორც პატიმრის,როგორც პერსონის და როგორც უბრალოდ პაციენტის.
ექიმები ზუსტად მიმიხვდებიან. მიხეილ სააკაშვილი ზედაპირული, ვიზიუალური დათვალიერებითაც კი, არის უმძიმესი და თუ რაა ამ უმძიმესი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, ამას კი ნამდვილად სჭირდება შემდგომი კვლევები და მერე სრულფასოვანი მკურნალობა. იმ კლინიკამ, სადაც იგი ახლა იმყოფება, მისი თავი და შესაძლებლობები უკვე ამოწურა და ამის გამბედაობა და დაუყოვნებლივ საჯაროდ დაფიქსირების ერთი ადგილი უნდა აღმოაჩდეს “ვივამედის”მენეჯმენტს. თუ არ უნდათ,რომ თანამონაწილენი გახდნენ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის! ” – წერს სოცილურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა.