უამინდობამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთშიც.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნიაღვარი სახლთან ჩამოედინება და წერს:
”ჩემი სახლი ეზო და ღელე ამ წუთას”.
სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო შექმნილ პრობლემებზე წერს აგრეთვე ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი ბაჩო ახალაძე:
”ძალიან კარგია ახლი გზა, თუმცა როგორც კარგ ხინკალს უხდება წვენი, ისე უხდება კარგ გზას სანიაღვრე სისტემა, მაგრამ არაოო. შედეგმაც არ დააყოვნა!” – წერს ახალაძე.