“მოსახლეობა ეხვეწება ოპოზიციას და ხელისუფლებას წადითო, მაგრამ ორივე უარზეა”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია:
“ოპოზიცია ეხვეწება მმართველ პარტიას, დაჯექით მოლაპარაკებებზეო, მაგრამ ქართული ოცნება უარზეა.
ქართული ოცნება ეხვეწება ოპოზიციას, შემოდით პარლამენტშიო, მაგრამ ოპოზიცია უარზეა.
საქართველოს მოსახლეობა ეხვეწება ორივეს, წადით, თავი დაგვანებეთო, მაგრამ ორივე უარზეა. რა გინდა გააკეთო?!”- წერს გამზარდია.