Wall Street Journal: გენერალი სუროვიკინი და კიდევ 30 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაპატიმრებულია

გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ გენერალი სუროვიკინი და მასთან ერთად, 30 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაპატიმრებულია.

მათი ინფორმაციით, ისინი პროგოჟინის ამბოხის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს და დაკითხეს. ცნობილია ისიც, რომ 15 სამხედრო კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სუროვიკინმა იცოდა პროგოჟინის გეგმების შესახებ, მაგრამ ამბოხში თავად არ მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსეთის დაქირავებულმა კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პროგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რასაც პროგოჟინის დაჯგუფების სამხედრო ამბოხი მოჰყვა. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share