ასკანის ციხის ეკლესია და საეკლესიო ნივთები

გადმოცემის მიხედვით ასკანის ციხე მურვან ყრუს ვერ აუღია, უკან გაბრუნებულ არაბებს ასკანის მეციხოვნეები დასდევნებიან და ბრძოლაში არაბ სარდალს მუზარადი დაუკარგავს, რომელიც ამავე გადმოცემის მიხედვით ასკანის ციხის ეკლესიაში ინახებოდა.
.
ასკანის ციხის ეკლესიაში, რომ უნიკალური ნივთები ინახებოდა ამას მოწმობს გაზეთ „ივერიაში“ 1889 წელს პავლე თედორეს-ძე კიღურაძის მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც ერთგვარი გულისტიკვილია გამოხატული იმის მიმართ, რომ ამ ნივთების აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ მისი გურიაში მოგზაურობისას ვერ მოახერხა.
.
„შესანიშნავი ასკანის ციხე კი არ უნახავს (ბაქრაძეს), რადგან როგორც თვითონ ამბობს, იმ დროს დიდი წვიმა ყოფილა. ასკანის ციხე, რომ დროზე ენახა პატივცემულ ისტორიკოსს, დარწმუნებული ვართ ქართულს ისტორიასა და არხეოლოგიას მრავალ ძვირფას ნივთებს შესძენდა, რომელიც დაცული იყო იმ დროს ამ ციხეში და ამ ციხის ეკლესიაში, თუ ოქროსა ანუ ვერცხლეულობისა, როგორც ფულად ისე ავეჯეულობად. იქვე იპოვებოდა ნივთები თამარის დროისა, აგრეთვე აქ იყო სურათები ზოგიერთთა მეფეთა. ერთი სურათი ვგონებთ, თამარისა ჩვენც ვიპოვეთ ეხლა, ხოლო საუბედუროდ მარტო თავი-ღა დარჩენილა.
.
ყოველივე ესე დაცული იყო ბ-ნ ბაქრაძის მოგზაურობის დროს, ეხლა-კი არცერთი ნივთი აღარ იპოვება, რადგან ვინც შედიოდა ამ ციხეში, ყველას მიჰქონდა, თუ-კი რასმეს იპოვიდა. ერთმა მოხუცმა მოგვიყვა, რომ მე გამოვიტანე სურათებით შემკული ორი ვერცხლის შანდალი და რადგან „ხატისა“ იყო ოქრომჭედელს გადავადუღებინე და ჩემს ქალს მზითვად გავატანეო.“
.
– გაზეთი „ივერიის“ 1889 წელი #35
– დიუბუა დე მონპერეს (Dubois de Montpéreux) ატლასი “მოგზაურობა კავკასიაში” (1830-1834) ასკანის ციხესიმაგრე (გურიის სახელმწიფო საპყრობილე); ლითოგრაფია შესრულებულია 1843 წელს პარიზში, გავიორ ნიკოლე ერკიულის მიერ.
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება ტექსტი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share