ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:
”ღმერთო, როგორ სძულთ ციხეში მომაკვდავი ადამიანი!
როგორ ეშინიათ მისი!
როგორ უნდათ, რომ მალე მოკვდეს!
ეს ეხება არა მხოლოდ ქოცებს, არამედ თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს. თანაც მის ყოფილ თანამებრძოლებს.
რა იქნებოდა ლოგიკური და არჩევნებში პოტენციურად წარმატებული თუ არა ოპოზიციური პარტიების ყველაზე დიდი პარტიის, ”ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გაერთიანება.
მაგრამ არა, ჩვენ ხომ ქართველები ვართ!
ყველაზე მეტად ჩვენივე თანამემამულის გვშურს. ყველაზე მეტად მისი დამარცხება გვინდა.
აი, რას ემყარება სრულიად გაუნათლებელი, უვიცი, მაგრამ გაიძვერა ბორია-პატარა ცახესის წარმატება.” – წერს კიზირია.