უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 237 180 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი – 4102
- ჯავშანტექნიკა – 8019
- საარტილერიო სისტემა – 4463
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 680
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 425
- თვითმფრინავი – 315
- ვერტმფრენი – 310
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3807
- ფრთოსანი რაკეტა – 1273
- გემი/ნავი – 18
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7036
- სპეცტექნიკა – 664
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.