გურიის მოამბის ექსკლუზიური ინფორმაციით, კახეთის სამხᲐრეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად კახა მურადაშვილი დაინიშნა. მურადაშვილი ბოლო 4 წლის განმავლობაში გურიის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მურადაშვილი პოლიციის ვიცე პოლკოვნიკია
მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
22.01.2016 წლიდან – დღემდე – შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; 01.10.2015 – 15.01.2016წწ.– შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 10.12.2013 – 01.10.2015 წწ. – შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 20.02.2013 – 10.12.2013 წწ. – შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 13.12.2012 – 20.02.2013 წწ. – შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი; 13.11.2012 – 13.12.2012 წწ – შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 05.10.2011 – 13.11.2012 წწ – შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 03.06.2010 – 0510.2011 წწ – შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს I სამსახურის უფროსის მოადგილე-გამომძიებელი; 27.04.2010 – 03.06.2010 წწ – შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს I სამსახურის უფროსის მოადგილე-გამომძიებელი; 08.10.2009 – 03.06.2010 წწ. – შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის II სამმართველოს დეტექტივი-გამომძიებელი; 01.02.2008 – 01.10.2009 წწ – შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის X განყოფილების უფროსი (დეტექტივი-გამომძიებელი);