“როგორ არა ვარ დაფასებული, როდესაც მაყურებელი გაუჩერებლად ტაშს გიკრავს, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ სიგარეტის ფული არ გქონდეს და შვილიშვილს კანფეტი ვერ უყიდო” – ზურა ყიფშიძე “კვირის პალიტრასთან” კულტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ საუბრობს:
”პრაქტიკიდან გამომდინარე, მე მაინც მგონია, სწორედ “ჩარჩომ” წარმოშვა 60-70-იანები, წინა საუკუნის უსაინტერესოესი ხალხი. იმ ჩარჩომ და წინააღმდეგობამ ბევრი სიკეთე დაბადა, მიუხედავად ყველაფრისა. იცი, რა, ყველაფერს უნდა დაკვალიანება, ვიღაცა რაღაცას უნდა განაგებდეს, ამბობდეს, ეს გავაკეთოთ, ის არ გავაკეთოთო. არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორიც დღეს არის. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთო. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. თეატრი არ არის ქარხანა, რომელსაც უცხოელი ინვესტორი აგვიმუშავებს. თეატრში პროცესები უწყვეტად უნდა მიედინებოდეს, სხვანაირად ყველაფერი დაიკარგება.- ჯერ მუზეუმები, მერე თეატრები, ახლა კინო…- მუზეუმი ძალიან ფაქიზი ადგილია, თეატრი – კიდევ უფრო რთული. ნივთები ქრებოდაო, მაგრამ თეატრში რა ქრებოდა, გამაგებინეთ? იქა ვარ 50 წელია.” – აცხადებს ყიფშიძე.