გავრცელებული ინფორმაციით ოზურგეთის მერიის თანამშრომლებმა ერთმანეთი სცემეს

ოზურგეთის მუნივიპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ერთმანეთი წუხელ, გურიის ყოფილი გუბერნატორის, გია სალუქვაძის კუთვნილ რესტორანში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჭი (ლიხაურის თემი) სცემეს.

წყაროს ინფორმაციით, საჯარო მოხელეები, აღნიშნულ რესტორანში ერთერთი თანამსრომლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

“ფიზიკური შეხლა შემოხლა იმდენად მასშტაბური იყო, რომ რესტორნის ინვენტარის დიდი ნაწილი დაზიანებული და მწყობრიდნ გამოსულია, ჩხუბი კი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა, კერძოდ იქვე არსებულ აჭის მონასტერთან.” გვეუბნება კონფიდენციალური წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა.

რედაქცია შეეცადა ინფორმაციის მერიაში გადამოწმებას, თუმცა ამ უწყებაში მომხდარი დაადასტურეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ თემზე საუბარი არ ისურვეს.

მთავარი გვერდის სურათი არ არის კავშირში მომხდართან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share