ოზურგეთის ჩემპიონი ჭადრაკში 12 წლის თენგიზ თოიძე გახდა

თენგიზ თოიძე ჩემპიონია!

ჭადრაკში ოზურგეთის ჩემპიონი 12 წლის თენგიზ თოიძე გახდა!

საჭადრაკო ფინალი ოზურგეთის ჭადრაკის სახლში დღეს გაიმართა. ჭადრაკში ერთკვირიანი პაექრობა, რომელიც ოზურგეთის პირველობას მიეძღვნა დღეს დასრულდა.

ოზურგეთის ჩემპიონი 12 წლის თენგის თოიძე გახდა.

საპრიზო ადგილებზე გიორგი გოგოლაური, გივი სიამაშვილი და ნიკოლოზ ბარამიძე გავიდნენ. ასპარეზობა წრიული სისტემით წარიმართა და მასში მონაწილეობა 12 ტიტულოვანმა მოჭადრაკემ მიიღო. თემგიზ თოიძემ ტურნირის მსვლელობისას გურიის ჩემპიონები დაამარცხა და ოზურგეთის ჩემპიონის ტიტული ღირსეულად აიღო. პრიზიორები, რომლებმაც თავი ოზურგეთის პირველობაზე გამოიჩინეს, დეკემბერში გურიის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ოზურგეთის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და გურიის ჭადრაკის ფედერაციისგან ოთხივე პრიზიორს, დიპლომები, მედლები, ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

საჭადრაკო ღონისძიებას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები , პირველი პირები დაესწრნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share