თვეზე მეტია, ოზურგეთის პოლიციაში, რამდენიმე ადგილობრივის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით ძიება მიმდინარეობს.
ამ ადამიანებს მოქალაქეები. თაღლითური გზით, თანხების გამოძალვასა და მითვისებაში დანაშაულებენ. საუბარია ასეულობით დაზარალებულზე, რომლებსაც თაღლითები ავია ბილეთების შეძენასა და საზღვარგარეთ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გარანტიის მიცემით დიდძალ თანხებს სძალავდნენ.
მიუხედავად უამრავი მტკიცებულებებისა, გამოძიება, არანაირ ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს, რაც დაზარალებულებს უჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ოზურგეთის პოლიცია და პროკურატურა ამ თაღლითურ ჯგუფს მფარველობს.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულთა უფლებების დაცვას რამდენიმე დღეა შეუდგა – დაახლოებით იგივე პოზიციაზეა, დაზარალებულთა ადვოკატი, გოჩა ძიმისტარაშვილი.
რედაქცია, ადვოკატს, გოჩა ძიმისტარიშვილს დაუკავშირდა და თხოვა გაეცნო საზოგადოებისათვის, თუ რა ეტაპზეა დღეს საქმე და როგორ მიდის გამოძიება:
“გურიის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება თაღლითობის მუხლით, რომელშიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მადლენა კუპრაშვილი რამოდენიმე კვირის წინ იქნა გამოკითხული, თუმცა მხოლოდ სულ ახლახან კერძოდ მიმდინარე წლის 04 ივლისს მოხდა მისი დაზარალებულად ცნობა. დაზარალებული მადლენა კუპრაშვილი ემიგრაციაში ყოფნის დროს – როგორც თავად აცხადებს და ეს დასტურდება ჩვენს მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებით (მტკიცებულებათა ბუკეტით) – გახდა დანაშაულებრივ-თაღლითური ჯგუფის ლელა ნაცვალაძის და მისი მეუღლის ავთანდილ ქავზინაძის მსხვერპლი.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს აბსოლიტურად უტყუარი მტკიცებულებები, რათა ზემოთ დასახელებული პირების მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენიც კი, ბრალდების მხარეს, ლელა ნაცვალაძისა და ავთანდილ ქავზინაძის მიმართ ბრალდებებიც კი არ აქვთ წაყენებული, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, არადა სულ ახლახან მხოლოდ ერთი მტკიცებულების, იგიც ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა ერთი პირის მიმართ არათუ ბრალის წაყენება, არამედ მისი ციხეში გაშვებაც კი და როცა დავსვი შეკითხვა რატომ ხდება ასეთი რამე-მეთქი, მიპასუხეს, „გვაცალეთ და მაგათაც დავიჭერთო“, ერთ ქართულ კინოში რომაა ზუსტად ისე „გვაცალეთ, ბატონო გვაცალეთო“.
მოკლედ რომ ვთქვათ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, როცა უნდათ, მაშინ სულ რაღაც ერთი,, ისიც ირიბი მტკიცებულების საფუძველზე ადამიანს უშვებენ ციხეში და როცა არ უნდათ, მაშინ ბრალსაც კი არ უყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მტკიცებულებათა ბუკეტი არსებობს, მაგალითად რამოდენიმე სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ლელა ნაცვალაძე თავადვე აღიარებს, რომ ის მოქმედებდა სხვისი სახელითა და გვარით, რომ ის იყო თითქოს შუამავალი და მოქალაქეებიდან მიღებულ თანხებს უგზავნიდა ავია თუ ტურისტულ კომპანიებს, რომლებმაც ჟარგონი რომ ვიხმაროთ-ვითო-ვითომ თავადაც გადააგდენ, არადა სრულიად მარტივია გამოძიებამ მოიძიოს ინფორმაცია იყო თუ არა საბანკო გადარიცხვები მათგან და რა ოდენობის იმ კომპანიებში, რომლებსაც ესენი ასახელებენ, უფრო მეტიც, მსგავსი შეკითხვაც კი არ არის დასმული გამოძიების მიერ ლელა ნაცვალაძისა და ალექსანდრე ქავზინაძის მისამართით.
ჩვენს მიერ ასევე მიწოდებულია გამოძიებისათვის ინფორმაცია ჩვენთვის დღეის მდგომარეობით ცნობილი იმ ყალბი ფეისბუკ გვერდების შესახებ, რომლებსაც ეს ორი ადამიანი და კიდევ ერთი, კერძოდ ლელა ნაცვალაძის ახლო ნათესავი ს. ღ. იყენებდნენ ადამიანების ფულების თაღლითური გზით დატაცებისა და მითვისების მიზნით.
ამ ფეისბუკ გვერდებსა თუ საიტებს ხან ერქვა, ლოლიტა ლოლიტა, ლოლაძე, თათ იაააა, Nini Nino, ლტოლვილთა უფასო დახმარება, გარანტი თრეველი, ვიზიარის იაფი ბილეთები და კიდევ ვინ იცის რამდენი და მიუხედავად ყველაფრისა, მაშინ, როცა გამოძიებას ჩვენ მივაწოდეთ “დაღეჭილი” ინფორმაცია ბრალდების მხარე მაინც გაიძახის, „გვაცალეთ, ბატონო გვაცალეთო“.
ახლა აქვთ პროცესის გაჭიანურების მიზეზად-ხმის ექსპერტიზას ველოდებითო, არადა ხმის ექსპერტიზა რომც არ იყოს, მის გარეშეც საქმეში ისედაც იმდენი უტყუარი მტკიცებულებები დევს, რომ ე.წ “ბრწყინვალე ტროიკა”-ლელა ნაცვალაძის, ავთანდილ ქავზინაძისა და ს. ღ-ის შემადგენლობით, დღემდე ათჯერ მაინც იქნებოდნენ გასამართლებულები, ესენი კი, მხედველობაში მყავს პოლიცია და ადგილობრივი პროკურატურა მათ ბრალსაც კი არ უყენებენ, რითაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აშკარად არღვევენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მადლენა კუპრაშვილის, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ნინი ზაქარაშვილისა და მარიამ კახელაშვილის კანონიერ ინტერესებს (ცნობისათვის, ნინი ზაქარაშვილი და მარიამ კახელაშვილი, რომლებსაც ასევე ფულები გამოგლიჯეს ზემოთ დასახელებულმა “ბრწყინვალე ტროიკამ”, დღეის მდგომარეობით იმყოფებიან საზღვარგარეთ და მთელი რიგი საპატიო მიზეზების გამო ამ ეტაპისათვის ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას).
აქვე მინდა დავამატო კიდევ ერთი რამ. ზემოთ დასახელებული პირების კრიმინალური ქმედებების მამხილებელი სიუჟეტები არაერთხელ გაშუქდა ტელევიზიებისა თუ პრესის საშუალებით, ეს საქმე უკვე გახდა რეზონანსული, თუმცა გამოძიება ჯიუტად თითქმის არაფერს არ აკეთებს. მე, მაგალითად და ჩემსავით კიდევ ბევრი ადამიანი, ვინც ახლოსაა ამ საქმესთან, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ რაც არ უნდა გააჭიანუროს გამოძიებამ საქმე – ზემოთ დასახელებული პირები მაინც აგებენ პასუხს იმ დანაშაულობებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს ათობით საქართველოს მოქალაქის მიმართ.
მაგრამ ისმის კითხვა, რატომ, აი ამ წუთისათვის ზემოთ დასახელებული პირები რატომ არ არიან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულნი და ეს მაშინ, როცა საქმეში მტკიცებულებათა მთელი ბუკეტი არსებობს.
ათობით ადამიანი სრულიად სამართლიანად ითხოვს სამართალის აღსრულებას, ასე რომ გამოძიებამ კეთილი ინებოს და დაუყონებლივ მისცეს ს.ს. პასუხისგებაში ზემოთ დასახელებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდები და ეს მე კანონითაც მევალება მათი უკანონო ქმედებები გავასაჩივრო მთავარ პროკურატურაში, რადგანაც აშკარად იკვეთება, რომ ვიღაც-ვიღაცაები ადგილობრივ დონეზე ცდილობენ ხელი დააფარონ ამ დამნაშავე ჯგუფს’ აცხადებს ძიმისტარაშვილი.
ცნობისათვის:
ე.წ. “ლელა ნაცვალაძე – სოფიო ღლონტის” საქმეზე ოზურგეთის პოლიციამ გამოძიება “თაღლითობის” მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა, ე.წ. “ლელა ნაცვალაძე – სოფიო ღლონტის” საქმეზე გამოძიება “თაღლითობის” მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” შსს პრესსამსახურში ოფიციალურად დაუდასტურეს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს: “ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ადამიანების დაკითხვები, რომლებიც ამ საქმესთან გარკვეულწილად შემხებლობაში არიან” ამბობენ პოლიციაში.
პოლიცია არ ახმაურებს გამოძიებამ წაუყენა თუ არა ვინმეს ბრალი აღნიშნულ საქმეზე.
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ლელა ნაცვალაძეს, ქალაქ ხონში მცხოვრებ ავთანდილ ქავზინაძეს და ქალაქ ბათუმში მცხოვრებ სოფიო ღლონტს უცხოეთსა და საქართველოში მცხოვრები ათეულობით მოქალაქე თაღლითობაში ადანაშაულებს.
ძირითადი აქცენტი და პრეტენზიები დაზარალებულებს ოზურგეთის საკრებულოს სამი მოწვევის –2006-10; 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძის, მიმართ აქვთ.
მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, ბათუმში მცხოვრებ ლელა ნაცვალაძის დეიდაშვილ სოფიო ღლონტთან ერთად შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.
ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველგვარ კომენტარზე ვიკავებ თავს,როცა დასრულდება კომენტარსაც გავაკეთებ და რაც საჭირო იქნება იმასაც” – გვითხრა ნაცვალაძემ.
თუ გამოძიება საქმეში ფიგურანტ პირებს ბრალს წაუყენებს-მისი დამტკიცების შემთხვევაში სს კოდექსით ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ლელა ნაცვალაძე: “ყველა დაზარალებულს თანხები დაუბრუნდება მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ”
“ყველა დაზარალებული, მიიღებს შესაბამის თანხას და დაუბრუნდებათ მათ ის ფინანსები რაც დაკარგეს, ვაკონკრეტებ ყველა ნამდვილი დაზარალებული”
განაცხადა ლელა ნაცვალაძემ, დღეს “გურიის მოამბესთან საუბარში.
მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას რომ ის მონაწილეობდა ამ თაღლითურ სქემაში.
“პირიქით, მე თვითონ ვარ დაზარალებული, ვარ ბულინგის მსხვერპლი, დამიბლოკეს გვერდები, თავიდან ყველაფერი წარმატებით დაიწყო, მაგრამ მოხდა თავდასხმები, არ მოგვცენ მუშაობის საშუალება. რაც შეეხება ჩემს ქმარს, ეს ტყუილია, ის ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა და არანაირად არ მონაწილეობდა ამ საქმეში. მე თვითონ ვარ ადამიანის უფლებების დამცველი და მე როგორ უნდა მაკადრონ “თაღლითის” წოდება. პირიქით აქეთ მატერორებენ.”
აცხადებს ნაცვალაძე.
“მე ამ დღეებში ჩავატარებ ბრიფინგს და წარმოვადგენ ყველა მტკიცებულებას, რომ მართალი ვარ და წარმოვადგენ დოკუმენტაციას თუ რა თავდასხმები ხორციელდებოდა ჩემზე, მაშინ როცა სახლში მომაკვდავი დედა მყავდა, რამდენჯერმე პატრულიც კი გამოვიძახე თავდასხმების მოგერიებისას” დასძინა ქალნატონმა ლელამ.
“ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც ბრალს მდებს, უნდათ ამ თემის პოლიტიზირება, აცხადებენ თითქოს ამაში ადიკო ივანიშვილი მონაწილეობდა, ეს არის არჩვაძე-ზაქარაშვილი დაჯგუფება, მე კი ბატონო, როგორც პოლიტიკოსს რაც უნდათ ის მიწოდონ, მაგრამ არავის არ მივცემ უფლებას ჩემზე, როგორც ადამიანზე ასე ისაუბრონ. მე მადლობელი ვარ რომ ეს თემა წამოსწიეთ, თუმცა ამ დღეებში ყველაფერს მოვფენ ნათელს, ლელა ნაცვალაძის სახელის შეურაცხყოფის მცდელობა ამ ერთ ჯგუფს არ შერჩება, ყველა ნამდვილი დაზარალებული ვინცაა თანამშრომლობს ჩემთან. ყველას აუნაზღაურდება ზარალი, თუმცა ვიმეორებ, ეს გაუგებრობა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უცნობმა პირებმა შექმნეს ჩემი ყალბი აქაუნთები, ფეისბუკ გვერდები, ნამდვილი კი დაბლოკეს. გავხდი დიდი შანტაჟისა და თაღლითობის მსხვერპლი” თქვა ნაცვალაძემ.
ცნობისათვის:
ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის – 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძეს, საქართველოს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ.
მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.
ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ