უბედური შემთხვევის შედეგად ურეკში ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა კურორტ ურეკში გუშინ მოხდა, რომლის შედეგად ინდოეთის მოქალაქე დაიღუპა.
პრობლემები გაუარესებული ამინდის დროს ზღვაში შესულ სამ ტურისტს შეექმნა, ორის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, ერთის კი ვერა.
უბედური შემთხვევა ურეკის ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო ”არგოს” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.