“ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის , არ მივცემთ მაგის უფლებას. თუ საჭიროა, იქნება მესამე ძალა”– ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, მესამე ძალში იქნებიან როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც უყვართ არა სკამები, არამედ საქართველო .
“ცალ- ცალკე ვერავინ ვერ შეძლებს, მანამდე ვისაც ვუსმენდი არც პოზიცია და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ და რა არის იცით , საქმის ბოლო დასაწყისიშივე უნდა ეძებოო. მე ვფიქრობ, რომ ის არ იციან, მერე რა იქნება , ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და უფრო გამოცდილია.
თუ გაინტერესებთ იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი. შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი, ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია, პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებზე არ ინდა იფიქრონ. ქვეყანას არ დავაშლევინებთ არავის , არ მივცემთ მაგის უფლებას “- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ბოდბელმა ეპუსკოპოსმა დღეს წირვა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩაატარა.