დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი რეაგირება არ მოჰყვება – ჩოხატაურის პოლიციაში დავით მჟავანაძის გამოკითხვა დასრულდა

ჩოხატაურის პოლიციაში ენმ-ის დეპუტატის, დავით მჟავანაძის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვიდან გამოსული მჟავანაძე ამბობს, რომ კრიმინალების დასჯის მოლოდინი არ აქვს და კიდევ ერთხელ იხსენებს ჩოხატაურში, დღეს დილით განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს:

წარმოუდგენელი ამბავი მოხდა დღეს. ნოდარ დუმბაძის მხარეში, იქ, სადაც ჩვენ ვაპროტესტებდით იმას, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერი არ გასხვისებულიყო და ამის გაკეთება ხელისუფლებას უნდოდა ფარულად და მალულად, ისევე როგორც ამას აკეთებენ ქუდები და მძარცველები, გადავწყვიტეთ, რომ ამის შესახებ ფართოდ გვესაუბრა საზოგადოებასთან და ძალიან უწყინარი ღონისძიება გვქონდა მომზადებული. ეს ითვალისწინებდა ფლაერების დარიგებას და მოსახლეობისთვის იმის თქმას, რომ ჩოხატაურში აპირებენ ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებას იმისთვის, რომ იქ შემდეგ კრიმინალ ჩიგოგიძის ახლობლებმა ბიზნეს მოაწყონ.

ზონდერები დაგვახვედრეს, 10-15 ადამიანი, რომლებიც პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადმოვიდნენ და იმის ნაცვლად, რომ ისინი იყვნენ ციხეში, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყვება და ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავზე ხელი გადაუსვან” თქვა პოლიციიდან გამოსულმა მჟავანაძემ. 

ჩოხატაურის პოლიციაში ენმ-ის დეპუტატის, დავით მჟავანაძის რამდენიმესაათიანი გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვიდან გამოსული მჟავანაძე ამბობს, რომ კრიმინალების დასჯის მოლოდინი არ აქვს და კიდევ ერთხელ იხსენებს ჩოხატაურში, დღეს დილით განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share