თუ ასეთებზე თვალს დავხუჭავთ, ყველას გაგვისწორდებიან დაქირავებული ტიტუშკები – გორდელაძე

სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე დღეს, ჩოხატაურში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”ჩოხატაურის თვითმმართველობამ ნოდარ დუმბაძის სკვერი გაასხვისა. სკვერს სტატუსი ჩამოართვა და საქართველოს ბანკს გადასცემს გარკვეულ ტერიტორიას.
დღეს კი ასეთი ცემა-ტყეპა მოაწყვეს.
კამბოჯაააა?
რისი პოლარიზაციიის დასრულება გენაცვალე?
მტრის ხელით არეული და სახედაკარგული ქვეყანა ვართ.
სოლიდარობა ჩემს ყოფილ მოსწავლეს Davit Mzhavanadze
ჩემთვის ადამიანია მთავარი და მოქალაქე. ის მძიმედაა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თუ ასეთებზე თვალს დავხუჭავთ, ყველას გაგვისწორდებიან დაქირავებული ტიტუშკები.
მოძალადეები უნდა დაისაჯოს!” წერს გორდელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share