ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალური ქსელით, მარეგულირებელი კომისიის მიერ, “მთავარი არხის” სიუჟეტის კანონდამრღვევიად ცნობის ფაქტს ეხმაურება და წერს:
“ძვირფასო მეგობრებო, აი მოვედით იქ, სადაც კარგა ხანი მოვდიოდით: ამ წუთებში კომუნიკაციების კომისიამ კანონდამრღვევად ცნო მთავარი არხი იმ სიუჟეტისთვის, რომელშიც ნაჩვენები იყო მინისტრის მიერ გენიტალიების მოფხანის კადრი პარლამენტის დარბაზში. კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის უხამსობა. ამ სფეროში ჩემი მრავალწლიანი ტანჯული მოღვაწეობის მიუხედავად ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ აქამდე მივიდოდით. მე ამ სფეროში ყოფნის აზრს სიმართლე გითხრათ ვეღარ ვხედავ. საერთოდ, ამ ქვეყანაში დარჩენის აზრსაც ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს. მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს ერთხელ არ აუწევიათ უკანალი და არ გამოუჩენიათ ინტერესი, როცა ტელევიზიები ვიხვეწებოდით, ყურადღება მოექციათ და არ დავეტოვებინეთ მარტოები ბექაურის პირისპირ. მოკლედ, ან ამაზე გექნებათ სათანადო რეაქცია ყველას, ან სულ კარგად ბრძანდებოდეთ.”- წერს ჯანგირაშვილი.