მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა და მორწმუნეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
“ეს არ არის მხოლოდ აუცილებლობით ან არჩევანით განპირობებული, არამედ კაცობრიობის მიმართ პასუხისმგებლობის განცდით. სწორედ ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ მალე მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა აიცრება და მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს. თუმცა, სანამ ეს მოხდება, აუცილებელია, პრევენციისთვის შემუშავებულ წესებს დავემორჩილოთ, რათა კიდევ მრავალი მსხვერპლი არ გამოვიგლოვოთ“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა Vima tis Kyriakis-თან ინტერვიუში.
საქართველოს საპატრიარქოს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის შესახებ საჯარო მოწოდება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ განცხადებას სინოდის სხდომის შემდეგ გააკეთებს.
https://formulanews.ge