„მაშინ, როდესაც ნახევარი საქართველო მიდის, უდაბნო-უდაბნო გადადის, პენსილვანიაში კი არ მიდის ჩარტერით, მექსიკით გადადიან, რომ თავი შიმშილისგან გადაირჩინონ,“ – ეს განცხადება ილიაუნის პროფესორმა ბეჟან ჯავახიამ გააკეთა.
ჯავახია „რეაქციაში“ პრემიერის სკანდალურ ჩარტერულ რეისს ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილის საქციელი მორალურ მხარეს სცდება. ჯავახიას თქმით, დღეს კვლავ საბჭოთა მენტალობაა პრობლემა.
ჩვენ ღარიბაშვილს შევარჩინეთ ყველაზე დიდი – ის, რომ პატარა ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს სახლში უვარდებოდა, სცემდნენ, მელაძესთან იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრობამდე, ტრი-ტრი – ამას აკეთებდა, მას ეს შერჩა. ჩვენ ეს შევარჩინეთ და არ ვიმეორებდით, როგორც გირგვლიანის შემთხვევას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტარიელი ფულს აძლევს გლამურული ცხოვრებისთვის.
„გარეჯი საქართველოა“ კამპანია რომ გააკეთეს, რამდენჯერ შეხვდნენ ალიევს, შევარჩინეთ.
ახლა მოვდივარ ხურვალეთიდან, ქალბატონ ვალიას „ეროვნული იმპერატივი – ილიას საქველმოქმედო ფონდმა, ილიას პრემია გადავეცით, იქ რამდენჯერ იყო. თქვენ იქ ჩაღამებულ, მიტოვებულ სახლებს და გაუბედურებულ ადამიანებს ნახავ, ოდნავ ეს ქვეყანა თუ გიყვარს, გაგიჩნდეს სურვილი, რომ 35 ათასად დაიქირაო და გააფრინო შვილი პენსილვანიაში.
როდესაც 3 აგვისტოს 33 ადამიანი დაიღუპა, ის კეტავდა რესტორანს და ცოლთან ერთად ქეიფობდა, რატომ არ აშფოთებს ეს მის კოლეგებს, ქოცებს, რომლებსაც თავი თუ მოქალაქეებად მიაჩნიათ, რას ეუბნებიან შვილებს, ვინ არის მათი შეფი, ვისთან მუშაობენ.
საბჭოთა კავშირში, რუსეთში გვაბრუნებენ. ხურვალეთში სურათიც მაქვს, ვალიას როგორ ვაწვდიდით საკვებს, ქალს ვკითხეთ, როგორ ხარო და რუსებს გავრეკავო. ეს კიდევ არის მონობაში გადიდკაცებული, ასეთი ხელისუფლება გვაქვს, რომელიც ყოველ დღე გვთავაზობს მშვიდობას, რაც ნიშნავს მონობას,“ – ამბობს ბეჟან ჯავახია.